ლევან ნიკოლეიშვილი: თქვენ გენაცვალეთ, ულამაზესო, უჭკვიანესო, ქვეყნის დამცველო გოგო-ბიჭებო!

ლევან ნიკოლეიშვილი: თქვენ გენაცვალეთ, ულამაზესო, უჭკვიანესო, ქვეყნის დამცველო გოგო-ბიჭებო!

ლევან ნიკოლეიშვილი (პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი):

დავით აღმაშენებელის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში  კურსდამთავრებულების, ლეიტენატების  გამოშვების ცერემონია გაიმართა! ქვეყნისთვის, მათი ოჯახებისთვის, თითეული ჩვენთაგანისთვის საამაყო და საიმედო გოგო-ბიჭები!!! იცით, რა იყო? არ მოგდომებიათ მრავალჟამიერის გაგონებაზე,  შენც რომ გემღერა? სუხიშვილები, რომ ფალიაშვილის დაისზე ქართულს ცეკვავენ, ლაშა ტალახაძე რომ შტანგას წევს, კვარაცხელიას რომ გოლი გააქვს, ან მამარდაშვილი სასწაულ ბურთს იღებს,  რაგბისტები რომ ლელოს დებენ, ჩვენი ძიუდოისტები რომ იპონით აკრავენ მეტოქეს ტატამზე, ხომ გივლით სიხარულისა და სიამაყის ჟრუანტელი? ჰოოო, და ზუსტად ასე ვიყავი  ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ახალგაზრდა დამცველების შემხედვარე, დღეს რომ პირველად გამოჩნდნენ ლეიტენატის სამხრეებით. თქვენ გენაცვალეთ, ულამაზესო, უჭკვიანესო, ქვეყნის დამცველო და საამაყო, დიდებული მშობლების ღირსეულო გოგო-ბიჭებო! მრავალჟამიერ, ბატონო ოფიცრებო!