კახა ძაგანია: მინდა, ვუთხრა ევროპელ ,,მეგობრებს'', ხელისუფლება გადატრიალებებით თავიანთ ქვეყნებში ცვალონ, ჩვენ თავი გაგვანებონ!

კახა ძაგანია: მინდა, ვუთხრა ევროპელ ,,მეგობრებს'', ხელისუფლება გადატრიალებებით თავიანთ ქვეყნებში ცვალონ, ჩვენ თავი გაგვანებონ!

კახა ძაგანია (,,მემარცხენე ალიანსის'' ერთ-ერთი ლიდერი):

კალასის და კოსის განცხადებაზე წითლიძე აცხადებს: ევროკავშირმა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც პირველივე დღიდან ვამბობდით ,,ნაცმოძრაობა'' - ერთადერთი სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო ე.წ. არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი.

ხელისუფლების ცვლილების მხოლოდამხოლოდ ორი გზა არსებობს (კაცობრიობას სხვა გზა ჯერ არ მოუფიქრებია), ერთი კონსტიტუციური გზა, როდესაც საარჩევნო კოდექსის თანახმად ამომრჩეველი ირჩევს ხელისუფლებას და მეორე - არაკონსტიტუციური გზა, როდესაც ძალადობით ხდება ხელისუფლების ცვლილება ან ცვლილების მცდელობა. წითლიძე და ,,ნაცები'' ევროკავშირის გაკეთებულ განცხადებაზე გამოტანილი დასკვნით გვიმტკიცებენ, რომ ევროკავშირი ემხრობა საქართველოში არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებასო.

მე კი მინდა ვუთხრა ჩვენს ევროპელ ,,მეგობრებს'', რომ ხელისუფლება არაკონსტიტუციურად, ძალადობით, დამხობებით და გადატრიალებებით თავიანთ ქვეყნებში ცვალონ, ჩვენ თავი გაგვანებონ.