კახა ძაგანია: ევროპული ბიუროკრატიის უბედურებაა „ტროცკიზმის“ სენით შებყრობა

კახა ძაგანია (,,მემარცხენე ალიანსის'' ერთ-ერთი ლიდერი:
ევროპელების უბედურებაა ევროპელი ბიუროკრატიის „ტროცკიზმის“ სენით შებყრობა. ევრო-ტროცკისტებს, ვისაც არ ეზარება პოლიტმატრაკვეცობა და იმედი აქვს იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დაწერას, რუსთაველზე „ებრძვის“ რუსეთს. ეს არამზადები თავიანთ ქვეყნებს უფრთხილდებიან და საქართველოში ატარებენ ცდებს. გირჩევთ, თქვენს ქვეყნებში ატაროთ რევოლუციები და თქვენს ქვეყნებში მოაწყოთ დამხობები. არც ერთ უცხოელს არ მოგცემთ საქართველოში იარაღის ჟღარუნისა და ძალადობის უფლებას, ვინაიდან ამის ჩამდენი არც პარტნიორია და არც მეგობარი. შესაბამისად, თქვენს მიერ ორგანიზებულ ტერორს ჩვენგან (სახელმწიფოსგან, ხალხისგან, პოლიტიკური ჯგუფებისგან, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან) მოჰყვება მყისიერი სარკისებრი პასუხი. გაითვალისწინოს მავანმა, ძნელბედობის ჟამს ქართველი მტრის წინაშე ერთიანი იყო ყოველთვის.