სოსო ვაშაკიძე: ამ დალოცვილ ქვეყანაში გმირი ვერ იქნება ქესტუმას შვილი

სოსო ვაშაკიძე: ამ დალოცვილ ქვეყანაში გმირი ვერ იქნება ქესტუმას შვილი

ერთი ქალაქელი კაცის ფიქრები

ცუკერ, შენი არქივისთვის: შენ პატარა იქნებოდი, როცა ე. შევარდნაძემ ხავიერ სოლანას უთხრა - კარი ღიად დიდხანს არ დაგრჩეთ, ორპირი იცისო.

მე არ ვიცი, 29-ში რას იტყვის ბიძინა, ის კი ვიცი, რას ამბობენ ,,წყაროზე''.

ვინც მოთმინებით იღიმოდა, ბოლო შემოტევას აიგნორებდა, ძაან გაბრაზებული არიან, ყველა აპირებს სახალხო სეირნობაში მიიღოს მონაწილეობა და ვაი იმას, ვისაც გადაეყრებიან...

ცუკერ, იცი, ეს ყველაფერი რისი ბრალია?

ამ დალოცვილ ქვეყანაში გმირი ვერ იქნება ქესტუმას შვილი, ყ..სიაშვილი აქუ2, თაღლითები, მოქმედი აგენტები და ათას პარტიას გადამხტრები.

შეშლილი მსოფლიო, ხან ვირუსებით, უმეტესად იარაღის მრეწველობის სხვადასხვა მეთოდით ამცირებს მოსახლეობას, საქართველო კი ისევ სამართებლის პირზე გადის...
ცუკერ, უნდა გახსოვდეს, როდის თქვა - ,,ისეთ დემოკრატიას ავაშენებთ, ევროპას გავაკვირვებთო".

უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება, ეს ტივტივა ნაბოზვრები, ისევ იტივტივებენ.