ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს

ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გავრცელებული ფოტოებიდან შეიტყვეს.
ცნობისთვის: დღეს გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება, რუსეთის პატრიაქრისთვის ანგელოზის დღის მისალოცად.