ჰაი, მიშტლერ!!!

ჰაი, მიშტლერ!!!
დამზადებულია ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" მიერ.

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, უკრაინის ყოფილ მოქალაქეს და ჰოლანდიაში დროებით ჩაწერილს ისევ წამოუარა ადოლფურმა ცოფმა. როგორც ჩანს, არჩევნების პერიოდში კოკაინის "პერედოზიროვკა" მოუვიდა და თავისებურად გააჭენ-გამოაჭენა:

„ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები – მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, ჩვენ გვჭირდება მაგალითად მდიდარი შეიხები, რომელიც ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა, როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ჩვენ გვჭირდება ხარისხი ტურიზმის და არა რაოდენობა. ჩამოვიდეს მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდანაც, რა თქმა უნდა გერმანელები, ინგლისელები, ამერიკელები – ესენი გვჭირდება".

კი არის მიხო სააკაშვილი განგრეულ კაიფში, მაგრამ მაინც იცის, რასაც აკეთებს - თავისი დამპალი ჭკუით ეკონომიკურ დივერსიას გვიწყობს, ტურისტებს აშინებს, ვითომ მხოლოდ მდიდარ შეიხებს იწვევს. ოე, ფარისეველო, მდიდარი შეიხები საქართველოში ჩამოსვლაზე კი არ ოცნებობენ, ევროპაში დასეირნობენ და მსოფლიოში ცნობილ საფეხბურთო კლუბებს ყიდულობენ, უდიდეს ბიზნეს-სფეროებში მოღვაწეობენ, კუნძულებს ყიდულობენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო? არა, ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ ყოფილი მოქალაქე ისე იქცევა, თითქოს საქართველო უკვე ჩააბარეს მოსავლელად და თავის სამოღვაწეო გეგმებს ადგენს - მავანს აპატიმრებს, მავანს ქონებას ართმევს, მავანს თანამდებობიდან ხსნის და ასე შემდეგ.

სხვათა შორის, კოკაინზე შემჯდარ მიხოს ფაშისტურ განცხადებებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ ჩვენი "წმინდანი" არასამთავრობოები. ასეთი რამ სხვას, ან სალომე ზურაბიშვილს რომ ეთქვა, ეგრევე გადაიხსნიდნენ ვენებს და თავიანთივე დაქვემდებარებულ ტელევიზიებში ატეხავდნენ კრიახ-გნიასს. ახლა ვითომც არაფერი გაუგონიათ, ვითომც არაფერი უთქვამს ამ ადოლფ ჰიტლერის შთამომავალს. მერე სწყინთ, რატომ გვეძახით ნაციონალებსო?

საქართველოში არ შეიძლება ფაშიზმის განახლება, არა მიშარასტობას!

გელა ზედელაშვილი