რაულ ჩილაჩავა: აფხაზეთი იწვის, აფხაზეთი იწვის
ძე შეცდომილი
აფხაზეთი იწვის,
აფხაზეთი იწვის,
კვამლად იქცა სული
დაფერფლილი წიწვის.
აღარაა ხსნა და
აღარაა შველა.
დგას ღადარში მარტო
შვილი ფეხშიშველა!
უკვე მიწაც იძრა,
გრიგალია ზღვაზე.
სანამ, სანამ, სანამ
გაგრძელდება ასე!
შეავედრე მარტვილს,
შეავედრე ილორს,
საცხოვრისი შენი,
შეცდომილო შვილო!
10 იანვარი, 2021