მამუკა მდინარაძე: რატომ სჭირდებათ ვახტანგ გომელაურის იმიჯის შერყევა, თუ გნებავთ  ამის დასტური, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები და მათი საშემოდგომო გეგმები ნახეთ

მამუკა მდინარაძე: რატომ სჭირდებათ ვახტანგ გომელაურის იმიჯის შერყევა, თუ გნებავთ  ამის დასტური, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები და მათი საშემოდგომო გეგმები ნახეთ

რატომ სჭირდებათ ვახტანგ გომელაურის იმიჯის შერყევა, თუ გნებავთ  ამის დასტური, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები და მათი საშემოდგომო გეგმები ნახეთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სოსო გოგაშვილის მხრიდან შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს მიმართულია კონკრეტული ადამიანის, ვახტანგ გომელაურის დისკრედიტაციისა და ქართული პოლიციის იმიჯის შერყევისთვის. 

„რეალურად, ეს არის მიმართული კონკრეტული ადამიანის, ვახო გომელაურის დისკრედიტაციისთვის.  ადამიანი, რომელიც არის ძალიან გულწრფელი და პატრიოტი ადამიანი, მისი და ქართული პოლიციის იმიჯის შერყევისთვის და თუ გნებავთ ამის დასტური, რატომ სჭირდებათ იმიჯის შერყევა, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები  და მათი საშემოდგომო გეგმები ნახეთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.