კახა კალაძე: გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

კახა კალაძე: გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ხვალ ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულია-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რა გზა გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და როგორი თავგანწირვისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითები დაგვიტოვეს ჩვენმა გმირმა წინაპრებმა.
 
მერაბ კოსტავა ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. თბილისის მერია იწყებს მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
 
გარდა სამუზეუმო მემორიალური შენობისა, სარებილიტაციო სამუშოები დაიწყება ფართში, რომელიც თბილისის მერიამ კერძო პირისგან გამოისყიდა.
 
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, სადაც დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.
 
მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცულია მისი პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტების კოლექცია, მე-20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტო და დოკუმენტური მასალა, პირადი წერილები, მისი თაოსნობით გამოცემული არალეგალური ჟურნალ-გაზეთები და სხვა.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობა და სამუზეუმო ფონდი შესაბამისი წესისა და ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად გადატანილია დაცულ ადგილას შესწავლა - დამუშავებისთვის.
 
პროექტით გათვალისწინებულია ეპოქალური შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნება დაცული ძეგლის, როგორც არქიტექტურული თავისებურება, აგრეთვე სამუზეუმო საჭიროებები, შენარჩუნებული იქნება მემორიალობა და ავთენტური კედლები.   პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებასა და სხვადასხვა საჭიროებების ადამინებისთვის სრულ ხელმისაწვდომობას.
 
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 18 თვეს მოიცავს და დასრულდება 2023 წლის ნოემბერში. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1 052 786.00 ლარი. პროექტის  რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობას გაუწევს პროექტის ავტორთა ჯგუფი და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ფონდებისა და კოლექციების სამსახური.
 
მინდა, წინასწარ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მადლობა ჩვენს გმირებს თავისუფლებისთვის