Brussels Signal: საქართველოზე თავდასხმა თვალთმაქცური, ორკესტრირებული დაშინებაა

Brussels Signal: საქართველოზე თავდასხმა თვალთმაქცური, ორკესტრირებული დაშინებაა

საქართველოზე თავდასხმა თვალთმაქცური, ორკესტრირებული დაშინებაა, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Brussels Signal-ი აქვეყნებს.

„ის კრიტიკა, რომელიც ახლა მიმართულია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თითქოს ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ იყოს ჭეშმარიტი - მარტივად, რომ ვთქვათ, ძალიან კარგია იმისთვის, რომ რეალური იყოს. ეს არის ზედმეტად ორკესტრირებული, ზედმეტად იდეოლოგიური.კრიტიკა მოჰყვა საქართველოში უცხოელი აქტორების გამჭვირვალობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის მიღებას. კანონმდებლობა მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადონ მიღებული უცხოური ფინანსების შესახებ, თუ ეს დაფინანსება მათი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს შეადგენს. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ასეთი კანონმდებლობაა, ამას გამჭვირვალობა ჰქვია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ბრიუსელში კომისია მას უწოდებს „პრორუსულ“ ნაბიჯს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. ორკესტრირებული ხმაურისა და გამაღიზიანებელი პარალელების მიღმა, ჩვენ მოწმენი ვართ ორმაგი სტანდარტების იდეოლოგიის ხელისუფლების დასაშინებლად, რომელმაც გადაუხვია დასახული მიზნიდან.

ახალი არაფერია, შეიძლება ითქვას, მაგრამ ნამდვილად საეჭვოა. უპირველეს ყოვლისა, საეჭვოა იმიტომ, რომ „პრორუსულად“ მოიხსენიო იმ ქვეყნის მთავრობა, სადაც ტერიტორიის 20% 2008 წლიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სხვა არაფერია, თუ არა სამარცხვინო.

საქართველომ ძალიან კარგად იცის, რა არის „პრორუსად“ არყოფნის საფასური. უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, საქართველოს გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ეფუძნება ერთ ლაიტმოტივს: გაქცევა რუსეთის გავლენის სფეროდან მტკიცედ პროდასავლური დღის წესრიგით.

რომელიმე, ამჟამინდელი მყეფარე ძაღლებიდან, უწოდებს თუ არა ზელენსკის მთავრობას „პრორუსულს“, თუ ის გადაწყვეტს იმ კანონის მიღებას, რომელიც არსებობს ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში? ეს უხამსი იქნებოდა და ასეა საქართველოს შემთხვევაშიც.

საეჭვოა, რადგან ამ ეგრეთ წოდებულ „რუსულ კანონს“ ასევე შეიძლება ეწოდოს „ამერიკული“. აშშ-ს კონგრესმა მსგავსი კანონმდებლობა უცხოური აგენტების შესახებ ჯერ კიდევ 1938 წელს მიიღო, აქვე რას იტყვით „ფრანგულ“ კანონზე, მან ის ახლახან მიიღო, 5 ივნისს, რომელიც ძალიან წააგავს ქართულ კანონპროექტს, მაგრამ სრულიად შეუმჩნეველი დარჩა, მაშინ როცა საფრანგეთის მთავრობა შეუერთდა დასავლურ გუნდს თბილისის წინააღმდეგ. ან თუნდაც, „ევროპული“, როგორც ევროკომისიამ დააინიცირა ის „მესამე ქვეყნების სახელით განხორციელებული ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ“ 2023 წლის დეკემბერში.

საკმაოდ სამართლიანია, მაგრამ რატომ ვერ აღწევს საქართველოს მთავრობა ზუსტად იმავე მიზნებს? არის თუ არა გამჭვირვალობის ძიება დამოკიდებული ხელისუფლების იდეოლოგიასა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე? საეჭვოა ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა თითქოს ნერვებს უშლის დასავლეთის ქვეყნებში გავლენიანი ადამიანების სამოქალაქო საზოგადოებას - რომელიც შედგება არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან.

კარგი თუ ცუდი, არასამთავრობო ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრულფასოვანი ნაწილია ჩვენს დემოკრატიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. განსაკუთრებით, სწორედაც რომ იმ მიზეზით, რომ ისინი მჭიდრო კავშირში არიან უცხოურ სახელმწიფო ან კერძო მოთამაშეებთან, უნდა დაექვემდებარონ საზოგადოების ზედამხედველობის მაღალ სტანდარტებს, ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას.

არიან თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები პრივილეგირებულნი, ერთგვარი პოლიტიკური თუ სამართლებრივი იმუნიტეტით, რომელიც ხელს უშლის ამ ორგანიზაციებს პასუხისმგებლობის დაკისრებას, უცხოური დაფინანსების გამოცხადებას ან დონორთა საჯაროდ გამოვლენას? რატომ უნდა მოითხოვონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამჭვირვალობის მაღალი დონე მთავრობებისგან, მაგრამ თავად განთავისუფლდნენ ამ პასუხისმგებლობისგან? გავიხსენოთ ყატარგეიტის ბოლოდროინდელი პრეცედენტი - მიმდინარე პოლიტიკური სკანდალი ევროპარლამენტში - და მისი ფულის შედინება, რომელიც გადიოდა „არასამთავრობო ორგანიზაციის“ გავლით. ევროკავშირში ამ საკითხებზე განგაშის ზარს უნდა რეკდეს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან განაცხადონ მიღებული უცხოური ფინანსების შესახებ, თუ ის წარმოადგენს ბიუჯეტის 20%-ზე მეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ადმინისტრაციული ჯარიმები ემუქრებათ.

ვინმეს სერიოზულად თვლის, რომ ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ევროპული ღირებულებების შელახვას ან სხვა გაჟღერებულ გრანდიოზულ ლოზუნგს? არის თუ არა ეს იმის მიზეზი, რომ ერთხმად ეჭვქვეშ დააყენოს ვინმემ საქართველოს მძიმე ბრძოლით მოპოვებული კანდიდატის სტატუსი და გაფართოების გზა გადააქციოს პოლიტიკურ შანტაჟად?

ეს ერთხმად გაჟღერებული კონსენსუსი უფრო შემაშფოთებელია, რადგან ფარისევლობაა. მართლაც, მაშინ, როცა ევროკავშირი ემუქრება საქართველოს, ის საეჭვოდ დუმს, როდესაც სლოვენიის მთავრობა ტელევიზიებს არბევს. ევროკავშირი ასევე დუმს, როდესაც ესპანეთის პრემიერი სასტიკ კამპანიას იწყებს სასამართლოსა და პრესის წინააღმდეგ, რადგან მის მეუღლეს კორუფციაში დასდეს ბრალი.

ისეთი ბუნდოვანი ცნებების ჩრდილში, როგორიცაა „ევროპული ღირებულებები“, „დემოკრატიული პრინციპები“ ან „კანონის უზენაესობა“, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი, როგორც ჩანს, გულმოდგინედ ეკიდება სხვის ბრძოლას, ხოლო ცინიკურად უგულებელყოფს საკუთარს. ისინი თელავენ ძირითად დიპლომატიურ პრაქტიკას და ერევიან ეროვნულ პოლიტიკაში, როგორც ამას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გულმოდგინედ აკეთებდა მორიგი უხერხული და ამაზრზენი ნაბიჯით. ის ადანაშაულებდა საქართველოს მთავრობას მათი მოქალაქეების „ევროპული ოცნების“ დაბლოკვაში.

არ შეიძლება უგულებელვყოთ ის, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე მეორედ მტკიცედ უარყო ეს კანონმდებლობა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო და მისი მიღება საკამათოა.

მიუხედავად ამისა, საკმარისია თუ არა ეს იმისთვის, რომ ის გადაიქცეს ევროპულ პოლიტიკურ შანტაჟად და ბავშვურად ამოაფაროს საქმე პრო ან ანტირუსულ მანტრას? ცხადია, არა, რადგან პირველ რიგში ეს რჩება ეროვნულ პრობლემად.

როგორც ევროპელი, ასევე საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გამჭრიახობით, თავშეკავებით და ეროვნულ სუვერენიტეტის გრძნობით განმსჭვალულ ევროკავშირის ლიდერებს, თვისებებით რომელსაც ისინი [ევროკავშირის ლიდერები] დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდნენ“, - წერია სტატიაში.