7 ნოემბერს, თელავში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,ერეკლეობა'' აღინიშნება

7 ნოემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება.
მობრძანდით, დაათვალიერეთ ისტორიულ-შემეცნებითი კუთხეები;
დააგემოვნეთ ღვინო და შეფ მზარეულების მიერ მომზადებული კერძები.
ბავშვებს ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა დახვდებათ.
ისიამოვნეთ ქართული მრავალხმიანი სიმღერით, ტრადიციული თამაშობებით და დაესწარით საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ წარმოდგენას.
საღამოს, სახალხო დღესასწაულს კონცერტი დაასრულებს.
პარალელურად, დღის განმავლობაში, თელავში, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება.