ჰელენი ყველგან თავის ,,ამპულაშია''!

ჰელენი ყველგან თავის ,,ამპულაშია''!

მგიმოელი ჰელენ გოგიევიჩი უკრაინის ტერიტორიაზე ეწევა ანტიქართულ საქმიანობას. მართალია, ჯერ ,,სვისტოკით" და წითელი საღებავით არ გამოჩენილა, მაგრამ სტიკერების დაწებება უკვე დაიწყო ჟანგიან ბოძებზე.
ჰელენ გოგიევიჩის ღრმა რწმენით, უკრაინელი ხალხი იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოზიციით. თუმცა იმედმიცემულია ჩვენი მოსახლეობის აქტიურობით და ურყევი წადილით, რომ აგრესორი რუსეთი უახლოეს ხანში დამარცხდება.
მგიმოელი ჰელენ გოგიევიჩი დასძენს, თუკი ჩვენი ზომის ქვეყნები უყოყმანოდ ჩაებნენ რუსეთის წინააღმდეგ ომში, თუკი ბალტიის სახელმწიფოები ეგრევე დადგნენ უკრაინის მხარეს, რატომ არ უნდა გააკეთოს იგივე ივერიამ, რომელიც სხვანაირად ვერც კი გაბრწყინდება?!
გოგიევიჩი ან ვერ ხვდება, ან კიდევ ვირეშმაკობს, როცა ივერიას ნატოს წევრ ბალტიის ქვეყნებს ადრის. მაგათ ნატოის ქოლგა აფარიათ, გოგიევიჩ, რამე რომ იყოს, დაიცავენ, ჩვენ რა ფეხები, ჩვენ ვინ დაგვიცავს? რეზოლუცია გავაგზავნეთ, აღვშფოთდით, დავგმეთ, მეტი რა გავაკეთოთ?!
არა, რააა... ნიჭს საზღვრები არ გააჩნია!
ჰელენი ყველგან თავის ,,ამპულაშია"!

გელა ზედელაშვილი