„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ კონფერენციაზე, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და ბიუროს წევრები აირჩიეს. 
დღეს პარტიული კონფერენციები გაიმართა ასევე ახალციხესა და ადიგენში. 
„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს; 
ადიგენის ადგილობრივ ორგანიზაციას - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე. 
25 მაისს, პარტიული კონფერენციები გაიმართება ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.