საქართველოს ჩემპიონატი სპორტსმენების გარეშე!
საქართველოს მოქმედი და მრავალგზის საქართველოს ჩემპიონები უარს აცახებენ 13-14 სექტემბერს დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატზე საგზატკეცილო ველოსპორტში მონაწილეობაზე. მიზეზი კი გახლავთ ბოლო წლების განმავლობაში ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ დაგროვილი რიგი უსამართლო და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რის გამოც იძულებული გახდნენ მიემართათ ფართო საზოგადოებისათვის.
უკვე ერთი წელია აქტიური და წარმატებული სპორტსმენები ელოდებიან სამართლიან არჩევნებს, რის გამოც ისინი ამ დროის განმავლობაში აღარ ემორჩილებიან და ექვემდებარებიან ველოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ყველა სპორტსმენი უწყვეტად განაგრძობდა ვარჯიშსა და მომზადებას კერძო ველოსპორტული კლუბის ‘’Pool 53’’ -ის მხარდაჭერითა და აღჭურვილობის უზრუნველყოფით. აღსანიშნავია ფაქტი, რომ სპორტსმენების გარდა ფედერაციას ემიჯნება მრავალწლიანი გამოცდილებისა და მიღწევების მქონე მწვრთნელები. სრული სია ღვაწლმოსილი სპორტსმენებისა და მწვრთენელების შესახებ შეგიძლია იხილოთ პოსტის ბოლოს.
მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სპორტსმენისათვის ეროვნულ ჩემპიონატზე მონაწილეობა, საერთაშორისო ქულების დაგროვება და ეროვნული აღიარებისა თუ ფულადი ჯილდოს მოპოვება, თუმცა სპორტსმენებმა თავიანთი ურყევი პროტესტი და უსამართლობასთან ბრძოლა დააყენეს კარიერულ ინტერესებზე წინ.
რაც შეეხება მცირე ჩამონათვალს იმ უამრავ ფაქტთაგან, რამაც გამოიწვია უკვე ერთ წლიანი პროტესტი და ეროვნულ ჩემპიონტზე უარის თქმა, არის შემდეგი:
• არაჯანსაღი ურთიერთობა ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელებსა და სპორტსმენებთან შორის;
• შეჯიბრებისა და სპორტული ღონისძიებების 2025 წლის კალენდრის საჯარო არ არსებობა;
• საგზატკეცილო ველორბოლის არაგეგმიურად დანიშნული საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება (არ იძებნება UCI ვებ გვერდზე ანუ შეჯიბრი არ ტარდება UCI-ს ეგიდით და მხოლოდ სახელად ჰქვია ეროვნული ჩემპიონატი);
• ოფიციალური დებულებიდან გოგონებისა და კადეტების (2009-2010) კატეგორიის ჯგუფური რბოლიდან ამოღება;
• ველოსპორტსმენების თვითნებური გადაყვანა კლუბებში (პირადი მწვრთნელების დაუკითხავად);
• გამგეობის სხდომის ფარული ჩატარება და მოქმედი წევრების გაუფრთხილებელი გარიცხვა;
• საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიური ფესტივალისათვის დაკომპლექტებული გუნდის წევრებისათვის შეძენილი ახალი ველოსიპედების არ გადაცემა და შეჯიბრზე გამოყენებული ფორმების ჩამორთმევა. (აქვე დავძენთ, რომ არა კერძო ველოსპორტული კლუბის ‘’Pool 53’’-ის პრეზიდენტის, დავით ასკურავას კეთილი ნება რომ სპორტსმენებისთვის საშეჯიბროდ გამოყო შესაბამისი ველოსიპედები, სპორტსმენებს შეჯიბრზე ასპარეზობისათვის ფედერაცია გამიზნულად სთავაზობდა თანამედროვე შეჯიბრისათვის შეუსაბამო ველოსიპედებს;
• რიგ შეჯიბრებში ფედერაციის ხელმძღვანელობა არ აძლევს ნებას ნაკრების წევრებს, სხვა ადგილობრივ შეჯიბრებში მონაწილეობის უფლებას. მაგალითად ქ. ამბროლაურში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებულ შეჯიბრში არცერთ ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფ მრბოლელს არ მიუღია მონაწილეობა;
• ფედერაციის მხრიდან 29 აგვისტოს, ლატვიაში გამართულ შეჯიბრზე ‘’Zemgale Kauss 2025’’ დაფიქსირდა UCI წესების მკაცრი დარღვევა. იმის გამო რომ ნაკრებს არ ჰყავდა გუნდის შესაქმნელად საჭირო სპორტსმენების რაოდენობა და ქართველი სპორტსმენები, რომლებიც აპროტესტებენ აღნიშნულ სიტუაციას არ შესთავაზეს შეჯიბრში მონაწილეობა, ამიტომ საქართველოს სახელით გუნდში დაიმატეს პოლონელი სპორტსმენი Wiktor CWIKLINSKI. UCI წესების თანახმად ნაკრების სახელით შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდდამხოლოდ ეროვნებით ამ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეს. აღნიშნული ფაქტი უარყვეს ფედერაციის ხელმძღვანელობამ და აცხადებენ რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებიათ. სწორედ ამ მიზეზით მოხდა UCI-ის სპეციალური კომიტეტის, ლატვიისა და პოლონეთის ველოსპორტის ფედერაციების ინფორმირება და მათი მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კანონდარღვევა დადასტურდა და მიმდინარეობს საჭირო ზომების მიღების პროცედურა;
• კანონდარღვევათაგან მნიშვნელოვანია 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატზე, საგზატკეცილო ველოსპორტში არჩატარებული შეჯიბრის შედეგების გადაგზავნა UCI-თვის, (სტიქიური მოვლენების გამო გამოუქმებული შეჯიბრის შედეგებად გადაიგზავნა წინა დღის ინდივიდუალური რბოლის შედეგები). ამავე წელს ჩატარებული სამთო ველოსპორტის საქართველოს ჩემპიონატის შედეგები არ გადაგზავნილა UCI ბაზაში, რაც ტოვებს უსამართლობის გრძნობას არჩატარებული შეჯიბრის შედეგების გადაგზავნა და ჩატარებული შეჯიბრის შედეგების არ გაგზავნა. მსგავსი ფაქტები წლების მიხედვით არის არაერთი;
• მოქმედი მწვრთნელები უკიდურესად იმედგაცრუებულები არიან ფედერაციის არსებული მდგომარეობის გამო და უარს აცხადებენ არასწორად დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე. ასევე ისინი, როგორც სპორტსმენები დროულად ითხოვენ სამართლიანი ველოსპორტის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას!
სპორტსმენებისა და მწვრთნელების სია, რომელიც უარს აცხადებენ საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე:
სპორტსმენები:
1. გიორგი გობაძე - აჭარა
2. ავთო ფირანიშვილი - მცხეთა
3. ნიკა ფირანიშვილი - მცხეთა
4. ნიკა ცირეკიძე - თბილისი
5. გიორგი ხორგუანი - ქუთაისი
6. ვალერი მამულაშვილი - მცხეთა
7. გიორგი თედიაშვილი - თბილისი
8. გიორგი ბაბილოძე - აჭარა
9. აჩიკო უნდილაშვილი - თბილისი
10. ზურა კილაძე - თბილისი
11. ლუკა მაზმიშვილი - თბილისი
12. მათე ფირანიშვილი - მცხეთა
13. დავით როსტიაშვილი - მცხეთა
14. სანდრო ასლამაზიშვილი - მცხეთა
15. ნიკა ფაშიშვილი - მცხეთა
16. გიორგი ადამაშვილი - აჭარა
17. ნიკოლოზ პეტრინი - თბილისი
18. არტურ ლანჩავა - თბილისი
19. დავით ჯინჭველაშვილი - თბილისი
20. ლექსო ჯაჭვაძე - მცხეთა
21. თორნიკე კიკნაძე -თბილისი
22. დათო ლაშქარეიშვილი - ქუთაისი
23. გიორგი კანთელაძე - ქუთაისი
24. საბა დოლიშვილი - მცხეთა
25. იოანე ელბაქიძე - მცხეთა
26. გიორგი შერმადინი - მცხეთა
27. გიორგი ბეგაშვილი - მცხეთა
28. გიორგი ჩიტიშვილი - მცხეთა
29. დავით ელბაქიძე - მცხეთა
30. თამუნა მერებიშვილი - მცხეთა
31. ნატალი ღარიბაშვილი - მცხეთა
32. მარი შერმადინი- მცხეთა
33. ნინი ინაშვილი - მცხეთა
34. მარი მნათობიშვილი - მცხეთა
35. ლიზი მნათობიშვილი - მცხეთა
მწვრთნელები:
1. თეიმურაზ კიკნაძე
2. როდიკო მეიშვილი
3. კობა აბაიშვილი
4. გიორგი დემურაძე
5. ხვიჩა ბარბაქაძე
6. ბორის კილასოინია
7. ვლადიმერ ადამაშვილი
8. ვალერი პეტრინი
9. თეიმურაზ ქიმუცაძე
10. გია ქოჩაკიძე
11. ამირან მაჩხაშვილი
12. სულხან ახმაევი
13. გიორგი ნადირაძე
14. ივანე რთველიაშვილი





