საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ყაზახეთში

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ყაზახეთში

27 ოქტომბერს ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "სამოქალაქო იდენტობა ყაზახეთის რესპუბლიკაში - მიმდინარე მდგომარეობა და პერსპექტივები". კონფერენციაში უცხოელ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდა ქართველი პროფესორი ვახტანგ მაისაია, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და სამოქალაქო იდენტობის უახლოეს პერსპექტივებზე.