რუსეთიდან ქართველი დევნილები დაბრუნებას ცდილობენ - პარტია ,,მემარცხენე ალიანსის'' განცხადება

რუსეთიდან ქართველი დევნილები დაბრუნებას ცდილობენ - პარტია ,,მემარცხენე ალიანსის'' განცხადება

დაახლოებით 300 000 ქართველი დევნილი ცხოვრობს რუსული პასპორტით რუსეთში. ისინი საქართველოში დაბრუნებას ცდილობენ. თუ დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური ვითარების გამოყენებით უმრავლესობა მოახერხებს გალში ან აფხაზეთის სხვა ადგილებში, სამაჩაბლოში დაბრუნდებას და დასახლებას, ეს იქნება ძალიან კარგი საქმე. 

დევნილების დაბრუნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის მთავარი და აუცილებელი ნაწილია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს აქვს სამართლებრივი საფუძველი და მხარდაჭერა - 2016 წლის 7 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 70-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რითიც კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები - უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.