რას ერჩის ევროპარლამენტი საქართველოს, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას?!

რას ერჩის ევროპარლამენტი საქართველოს, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას?!

ის, რასაც ახლა, ამ წერილში წაიკითხავთ, არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ჩემი პირადი, პერსონალური პოზიციაა და მას საერთო-სახალხო პოზიციასთან არაფერი აკავშირებს.
არა, მე არაფერს ვამბობ ისეთს, რასაც ქართველი ხალხის უმრავლესობა არ ამბობს, უბრალოდ, ვიღაც-ვიღაცებს ქართველი ხალხის მოსმენა არ უნდათ და თავი ისე უჭირავთ, თითქოს ყრუები არიან.
ხალხის აბუჩად აგდება, ხალხის გამასხარავება, ქვეყნის შეურაცხყოფა ჰქვია ამას, რაც წლებია გრძელდება და უკიდურესად დამთრგუნველად მოქმედებს ქართველი ერის ფსიქიკაზე, მის განწყობაზე, მის პოლიტიკურ ორიენტაციაზე.
მოდით, პირდაპირ და ღიად დავსვათ კითხვა: რას ერჩის ევროპარლამენტი საქართველოს, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას?!
- რას ჰქვია, ვერჩით? პირიქით, ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ რეფორმების ჩატარებაში, სწორ მიმართულებებს ვაძლევთ, ვასწავლით, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი, - მიპასუხებენ, ალბათ, ევროპარლამენტიდან.
კი, მაგრამ, რანაირი თანადგომა, რანაირი მხარდაჭერაა, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატად წარდგენის წინ ევროპარლამენტი გამანადგურებელ რეზოლუციას გვიგზავნის და ყველაფერს წყალში გვიყრის, რაც კი აქამდე წარმატება და მიღწევა გვქონია.
საქართველოში თურმე ადამიანის უფლებები დაუცველია, საქართველოში თურმე დამოუკიდებელ მედიას, სიტყვის თავისუფლებას, ჟურნალისტებს ებრძვიან (ზოგს კლავენ კიდეც), საქართველოში უდანაშაულო ადამიანებს იჭერენ და ციხეებში ამწყვდევენ. საქართველოში პოლიტპატიმრები ჰყავთ.
საქართველოს ხელისუფლება იმდენად სასტიკი და ულმობელია თურმე, რომ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებების მქონე კაცს, სააკაშვილს, რომელიც მძიმედ არის ავად, ციხიდან არ უშვებს სამკურნალოდ, არც სასჯელის გადავადებას უკეთებს და ამით ნელ-ნელა, მიზანმიმართულად კლავს.
აი, ასეთი ბრალდებებია ჩამოთვლილი ამ რეზოლუციაში და თუ ეს მართალია, ასეთი დანაშაულების ჩამდენი ქვეყანა ევროკავშირში კი არა, მებილიარდეთა კავშირში არ შეიშვება.
თუმცა გამაოგნებელი ის არის, რომ რეზოლუციაში ჩამოთვლილი ყველა ბრალდება სრული ფალსიფიკაციაა, სრული სიცრუეა, სრული საიყალბე და დემაგოგიაა.
კითხულობ ამ რეზოლუციას და გაოცებული რჩები: როგორ კადრულობს ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის ორგანიზაცია, როგორიც ევროპარლამენტია, ასეთი ურცხვი და უტიფარი სიყალბის შეთითხვნას?
რისთვის სჭირდება მას ამის გაკეთება? რა მიზანს ემსახურება ეს რეზოლუცია, რომელიც ასე ემწვავა და ემწარა ქართველ ერს, რომელიც კეთილად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ და თავისი მომავალი უსაფრთხოების გარანტი იქ ეგულება?
რა ქნას ახლა ქართველმა ხალხმა?
- რადგან თქვენ არ გინდივართ, რადგან ათასგვარ მიზეზებს იგონებთ, რომ ევროკავშირს ვერ მივუახლოვდეთ, რადგან ათასგვარი ხელოვნური ბარიკადით გვიხერგავთ გზას, არც თქვენი ევროპა გვინდა, არც თქვენი ევროკავშირი! _ ვიღაცას ძალიან უნდა, ეს საბედისწერო სიტყვები თქვას ქართველმა ხალხმა და ეს „ვიღაცა“ აუცილებლად ევროპარლამენტიდან არის.
ცოტა უხერხული და საჩოთიროა ამის თქმა, მაგრამ სიმართლეა.
როგორც ამბობენ, მსგავსი ყალბი რეზოლუციებისა და ცილისმწამებლური განცხადებების ავტორი და შემოქმედი მთელი ევროპარლამენტი კი არ არის, არამედ ევროპარლამენტართა ერთი ჯგუფია, კერძოდ, ევროკავშირის სახალხო პარტია, რომელსაც ძმობის, მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, უკვე წლებია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მთავარი ის არის, რომ ევროპის სახალხო პარტია, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ პოლიტიკურ წრეებთან.
მას რუსეთის დუმის საიდუმლო ფილიალსაც ეძახდნენ შეფარვით.
ასე შეიკრა პოლიტიკური სამკუთხედი: რუსეთი - ევროპის სახალხო პარტია - საქართველოს `ნაციონალური მოძრაობა~.
ამ სამკუთხედის ერთიანობა დღემდე არ დაშლილა და როგორც ჩანს, ერთმანეთთან სრულ კოორდინაციაში არიან.
წარმოუდგენელია, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ, მისი წევრების უმრავლესობამ არ იცოდეს, რა საქმიანობას ეწევა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტია, ევროპის სახალხო პარტია და როგორ ლობირებს კრიმინალების ბანდას _ „ნაცმოძრაობას“.
ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა არასოდეს დაინტერესებულა, რატომ უნდა ჰქონოდა ევროპის სახალხო პარტიას ასეთი ახლო ურთიერთობა რუსულ პოლიტიკურ წრეებთან და რატომ უნდა „მიეერთებინათ“ მათ ე. წ. მკვეთრად დასავლური ორიენტაციის „ნაცმოძრაობა“.
რას აკეთებდა ეს სამეული ერთად, კოორდინირებულად, შეთანხმებულად და ვის სასარგებლოდ აკეთებდა ამას - ევროპის თუ რუსეთის?
„ნაცმოძრაობის“ „მოღვაწეობის“ 9-წლიან ისტორიას თუ გავაანალიზებთ, უტყუარი ფაქტებით დავრწმუნდებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა.
ამის უამრავი დამამტკიცებელი ფაქტი არსებობს, რომელთა ნახვა და გადამოწმება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს.
ნაციონალები სიტყვით ვითომ თავგადადებული პროდასავლელები იყვნენ, მაგრამ კონკრეტული საქმეებით რუსეთს ემსახურებოდნენ.
ნუთუ ეს არ იცის ევროპარლამენტმა, არ იცის აშშ-ის კონგრესმა, რომ საქართველოს და დასავლეთის მოღალატე კრიმინალურ ძალას დღემდე მფარველობენ და ხელს აფარებენ, უფრო მეტიც - უნდათ, „ქართული ოცნება“ წავიდეს და ხელისუფლებაში კვლავ „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმი მოვიდეს, ისე, რომ ქართველ ხალხს არც არაფერი ჰკითხონ, იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ არ მიიღებს ქართველი ხალხი „ნაცმოძრაობას“ - ეს გამორიცხულია!
არ მიიღებს ქართველი ხალხი „ნაცმოძრაობას“ - სისხლს დაღვრის, წინ გადაუდგება და არ მიიღებს, იმდენი ბოროტება აქვს მას გაკეთებული საქართველოსთვის.
„ნაცმოძრაობა“, ეს იყო XXI საუკუნის ქართული ფაშიზმი, დესპოტური, მანიაკალური, სადისტური რეჟიმი.
9 წლის განმავლობაში მშვიდად უყურებდით თქვენ ამ ნამდვილ ჯოჯოხეთს, ძვირფასო ევროპარლამენტარებო, უყურებდით და იმის ნაცვლად, რომ ქართველ ხალხს დახმარებოდით ამ ჭკუიდან გადასული სააკაშვილის ასალაგმად, პირიქით - მას აგულიანებდით, აქეზებდით, დემოკრატიის შუქურას ეძახდით.
სააკაშვილის ხელით გვსჯიდით, ბატონებო და ახლაც იგივეს გვიპირებთ?
კი, მაგრამ, რატომ? ასეთი ვის რა დაუშავა საქართველომ, ან ევროპას რა ზიანი და ზარალი მიაყენა, ან ამერიკას?
იქნებ, დანაშაულად ის გვეთვლება, რომ საკუთარი მეობის, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად ჩვენს რელიგიას, ჩვენს ადათ-წესებს მივსდევთ, ლგბტ-პარადებისა და ფესტივალების წინააღმდეგი ვართ, ნორმალურ ადამიანებს გვინდა ვგავდეთ?
ლგბტ თემა ქართველ ხალხსა და დასავლეთს შორის სერიოზული დისკუსიისა და დაპირისპირების საგანი გახდა.
ბევრი ასეთი პარადი გვინახავს ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში - ეს იმდენად სასაცილო, იმდენად უხერხული და უსიამოვნო სანახაობაა, არ შეიძლება ამ უბადრუკმა სურათმა რაიმეთი მიგიზიდოს და მოგხიბლოს. ერთადერთი გრძნობა, რაც მათ მიმარათ შეიძლება გაგიჩნდეს, ეს თანაგრძნობა, გულისტკივილი და სიბრალულია.
ისე, როგორც არ შეიძლება ძალადობა ადამიანზე, ასევე არ შეიძლება ძალადობა ხალხზე, თქვენ კი ძალადობთ ჩვენზე და გვაიძულებთ, გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არ გვინდა. 
ეს რანაირი პარტნიორობაა, ეს რანაირი მეგობრობაა, ეს სადაური დემოკრატიაა?!
ევროკავშირში იმიტომ კი არ გვინდა შემოსვლა, რომ თქვენი დირექტივები და ინსტრუქციები მონებივით თავდახრილებმა მორჩილად შევასრულოთ.
მონობისთვის ოცსაუკუნოვან ურთულეს გზას არ გამოვივლიდით - სადმე მოსახვევში მივაყრდნობდით თავს და სულს მოვითქვამდით, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია - დავეცემოდით, ავდგებოდით და ისევ ვაგრძელებდით გზას თქვენსკენ, თქვენ კი როგორ გვექცევით?
თქვენ ან საერთოდ არ იცნობთ საქართველოს ისტორიას და არ იცით, რა ტრაგიკული თავგადასავლები გადაიტანა მტრების ალყაში მოქცეულმა ამ პატარა ქვეყანამ ქრისტიანობის, ევროპული მენტალიტეტის და ცივილიზაციის შესანარჩუნებლად, ან იცით, მაგრამ ის ღირებულებები, რისთვისაც ჩვენ თავს ვწირავდით, თქვენთვის უკვე მნიშვნელოვანი და ღირებული არ არის.
სამაგიეროდ, თქვენთვის მთავარი და უპირველესი გამხდარა გენდერული თემა, რომელიც ნელ-ნელა ახალი რელიგიის ფორმას იძენს და რომლის დამკვიდრებასაც ჯიუტად და მიზანმიმართულად ცდილობთ.
რა არის ამ ახალი რელიგიის ძირითადი არსი?
რა არის და ის, რომ ადამიანი არ იბადება მამრობითი თუ მდედრობითი სქესის წარმომადგენლად. ის იბადება უბრალოდ ბიოლოგიურ არსებად, რომელსაც საშუალება უნდა ჰქონდეს, მომავალში თვითონ გააკეთოს არჩევანი და თავად აირჩიოს სქესი - დაიბადოს კაცად, მაგრამ გახდეს ქალი, ან პირიქით - გაჩნდეს ქალად, მაგრამ გახდეს მამაკაცი. არავითარი დედა ან მამა - მშობელი #1, მშობელი #2. კაცს შეუძლია კაცი მოიყვანოს ცოლად, ქალს შეუძლია ქალი შეირთოს და ა. შ. და ა. შ.
აი, ასეთია მოკლედ და ზედაპირულად ის ფილოსოფია, რომლის თავზე მოხვევას ცდილობენ ახალი ეპოქის ახალი რჯულის მქადაგებლები, თუმცა ეს ახალი რჯული სულაც არ არის ისეთი ახალი, როგორიც ვიღაცებს ჰგონიათ.
ადამიანებს გადაავიწყდათ, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო ერთი საუკუნის წინათ, კერძოდ, 1917 წლის დიდი ოქტომბროს სოციალისტური რევოლუციის შემდეგ ზუსტად იგივე ამბები დაიწყო რუსეთში, რაც ახლა დანარჩენ მსოფლიოში ხდება.
პირველი დეკრეტი წითელ რუსეთში სექსის შესახებ გამოქვეყნდა, თითქოს მშიერ-ტიტველ პროლეტარიატს სექსის გარდა სხვა საზრუნავი არ ჰქონდა.
სექსი გამოცხადდა სრულიად თავისუფალ და ღია ურთიერთობის ფორმად.
ყველა ქალი ყველა მამაკაცის ცოლი, ყველა მამაკაცი საერთო მოხმარების ქმარი. ქალბატონები ქუჩებში აბსოლუტურად შიშვლები დარბოდნენ.
მთელი ამ მიმდინარეობის მთავარი იდეოლოგი _ ლეიბა ბრონშტეინი, თავის კოლეგებთან ერთად საჯარო ორგიებს აწყობდა, ქმნიდნენ კომუნებს, სადაც ქალები და კაცები ჯოგურად ცხოვრობდნენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარეობდა ქრისტიანული რუსეთის სრული გარყვნა და გათახსირება და ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ სტალინმა ტროცკისტების პარპაში არ აღგავა პირისაგან მიწისა.
მაშინ არც ლგბტ ორგანიზაციები არსებობდა, არც ევროკავშირი, მაგრამ არსებობდა რაღაც საიდუმლო, ძალიან მდიდარი და გავლენიანი ძალა, რომელიც მთელ კაცობრობას უტევდა და ავიწროებდა, რომ თვითონ წასულიყო წინ და მთელ მსოფლიოზე გავლენა და კონტროლი დაეწესებინა.
ეს ძალა დღესაც ძალზე აქტიურად მოქმედებს და იგივე მიზნებს და ამოცანებს ემსახურება, რასაც ემსახურებოდა ერთი საუკუნის თუ ორი საუკუნის წინათ.
სწორედ ეს ძალაა ლგბტ კონცეფციის ავტორი, ძირითადად ეს ძალა აფინანსებს მის რეკლამა-პროპაგანდას და საერთაშორისო, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობამდე აჰყავს იგი.
ღმერთის წინააღმდეგ, ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ეს ბრძოლა იმდენად სატანისტური მეთოდებით მიმდინარეობს, იმდენად შეფარული და შენიღბულია ვითომ სიკეთით, ვითომ ჰუმანურობით, ვითომ თანაგრძნობით, ვითომ ტოლერანტობით, რომ ძნელი შესამჩნევია, როგორ ხდება ადამიანის ფრაგმენტიზაცია, მისი დახლეჩვა და დანაწილება, მისი არსებობის სრული რევიზია.
აი, ამ ძალამ შეუგდო კაცობრიობას, მათ შორის ევროპასაც, ლგბტ თემა.
ძვირფასო ევროპელებო, თქვენ ვერ ხვდებით, რა სახიფათო ბომბზე შეგსვეს და რა მოგელით მომავალში, თუ ამ ბომბიდან დროულად არ ჩამოხვალთ ძირს. ბომბზე ზიხართ და ჩვენც ბომბზე გვეპატიჟებით?
იმიტომ უნდა შევიდეთ ევროკავშირში, რომ ავფეთქდეთ?
როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შეჭრა სცადა, რასაც შემდეგ არაერთი დესტრუქციული და ხისტი ქმედება მოჰყვა, ამერიკის ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა რამდენჯერმე ღიად და ხაზგასმით უთხრა ოპოზიციას: ნუ აკეთებთ ამას. ერთადერთი, ვისაც ეს ხელს აძლევს და მის წისქვილზე ასხამს წყალს, რუსეთიაო.
იგივე პოზიცია ჰქონდა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსაც, სხვა ქვეყნებისა ელჩებსაც.
ჩვენ, ქართველებმა, დიდი ხანია, ზუსტად ვიცით, რომ ნაციონალები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ რუსეთთან, მაგრამ სასიხარულო იყო, რომ ამას უცხოელებიც მიხვდნენ და ხმამაღლა განაცხადეს ამის შესახებ.
გვეგონა, გვეშველა და ამიერიდან მაინც მოგვეცემოდა საშუალება, ქვეყანაში წესრიგი და ნორმალური ვითარება დაგვემყარებინა, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩვენი იმედი - დაიწყო უკრაინაში ომი და სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა.
საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე, უარი განაცხადა, შეერთებოდა სანქციებს და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში მეორე ფრონტი გაეხსნა.
სწორედ ამან გამოიწვია „გადახრა“ „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილისკენ, რომელიც თურმე ისეთი მამაცი და უშიშარია, რომ, საშუალება თუ მიეცა, მეორე ფრონტსაც გახსნის, მესამესაც და ამ თავხედ ოკუპანტებს კუდით ქვას ასროლინებს.
ვიცით ჩვენ, ვინც არის სააკაშვილი - ის მამაცი და უშიშარი „გმირი“ კი არ არის, ერთი ავანტურისტი მთხლეა, რომელიც ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს შეასრულებს, რასაც უბრძანებენ და თავის ქვეყანას უყოყმანოდ გაწირავს და დაუნანებლად მოისვრის უფსკრულში, რადგან მას არც თავისი ქვეყანა უყვარს, არც ქართველი ხალხი და, საერთოდ, არავინ და არაფერი უყვარს, გარდა საკუთარი თავისა და ძალაუფლებისა.
ეს კაცი დაბადებიდანვე ფსიქიკურად ავად არის, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს იმ ძალებისთვის, რომლებსაც ჯიუტად სურთ, საქართველოში ომი დაიწყოს, ომის დამწყებად კი სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ნამდვილად ივარგებს!
მოდით, ერთი წუთით დავუშვათ: მოხდა უბედურება და საქართველოში მართლად გაიხსნა მეორე ფრონტი.
რა ხდება ამის შემდეგ?
ვის ვუხსნით ჩვენ ამ ფრონტს?
ვის ვუხსნით და აფხაზეთს და ე. წ. სამხრეთ ოსეთს, ანუ ჩვენს სისხლისმიერ ძმებს და ნათესავებს, აფხაზებს და ოსებს, ანუ იგივე შეცდომას ვიმეორებთ, რაც რუსებმა ჩაიდინეს - თავიანთ ძმებს რომ მიადგნენ დასახოცად.
როგორც კი ამას გავაკეთებთ, როგორც კი ერთ ნაბიჯს გადავდგამთ აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით, იმ წამსვე, რუსეთთან ერთად, მთელი ჩრდილო კავკასია დაგვესხმება თავს, როგორც ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა.
ამერიკელებისა და ევროპელებისთვის ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ამბავი არც იყოს და, აქედან გამომდინარე, ალბათ არც ის ახსოვთ, მაგრამ ერთი ჩვენ გვკითხეთ, რა უბედურება დაგვატეხეს თავს „კონფედენრატებმა“.
ათიათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა მათ სისასტიკეს, რომელთა უმრავლესობა წამებით და სადისტური მეთოდებით მოკლეს.
სწორედ ისინი იყვნენ, გაგრის სტადიონზე ქართველთა მოჭრილი თავებით რომ თამაშობდნენ ფეხბურთს.
სხვათა შორის, გაგრელი იყო გათახსირებული დავით არახამიას მამა, შვილზე უფრო გათახსირებული კაცი, რომელიც, როგორც კი გაგრის მთების ბილიკებიდან მთიელთა რაზმები გამოჩნდნენ, მაშინვე აფხაზების მხარეს გადავიდა. ეს ყველა გაგრელს ახსოვს, ვინც კი იმ დროს გაგრაში ცხოვრობდა.
აი, ამ მოღალატე კაცის შვილი, უჯიშო, უფესვო, უსამშობლოდ დარჩენილი არარაობა, ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს და მსოფლიოს პოლიტიკური მამები ყურს უგდებენ.
კი, მაგრამ, არ გრცხვენიათ, ბატონებო, თქვენ, ნაბიჭვარ არახამიას და მისნაირებს სერიოზულ პარტნიორებად რომ მიიჩნევთ?
დიახ, იმას ვამბობდი, რომ აქ მეორე ფრონტს თუ გავხსნით, მთელი ჩრდილო კავკასია ჩვენ დაგვაცხრება თავზე და დამთავრდება კიდეც ქართული სახელმწიფოს არსებობა _ ვერც ნატო დაგვიცავს, ვერც კოლექტიური დასავლეთი, არავინ არის ჩვენი დამხმარე და გამომსარჩლებელი, ა-რ-ა-ვ-ი-ნ!
ვიცით ჩვენ ეს, მწარე ისტორიული გამოცდილება გვაქვს და ამიტომაც ვცდილობთ, როგორმე მშვიდობიანი ფორმებით შევინარჩუნოთ ქვეყანა.
ერთადერთი „ხეირი“, ერთადერთი „სარგებელი“, რაც აქ მეორე ფრონტის გახსნას შეიძლება მოჰყვეს, ეს არის საქართველოს გარდაუვალი განადგურება და გაჩანაგება _ სხვა „სიკეთეს“ აქედან ნურავინ გამოელის.
კი, მაგრამ, ამ „სიკეთისთვის“ ღირს ომის წამოწყება?
საქართველოს დაღუპვა რატომ არის გარკვეული ძალების მთავარი მიზანი?
რუსეთს ექადნებით და ემუქრებით და ამ დროს საქართველოს ეომებით და საქართველოს დამარცხება და დაჩოქება გინდათ?
რატომ? რა ლოგიკაა თქვენს ახირებულ სურვილში?
ჩვენ კი დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოს, მაგრამ თქვენც დაკარგავთ უკანასკნელ ფეხმოსაკიდ ადგილს კავკასიაში.
მეასედ ვიმეორებ: რუსები თქვენსავით შორიდან კი არ არიან მოსასვლელები, აქ არიან, აქვე, ჩვენს გვერდით დგანან, ალყაში ვყავართ მოქცეულები და ხელის განძრევას არ გვაცლიან, ისე შეკრავენ მარყუჟს და მოგვგუდავენ.
ეს არის რეალობა, რომლის მიხვედრას დიდი სამხედრო ცოდნა და განათლება არ სჭირდება, თქვენ კი რატომღაც ვერ ხვდებით, უფრო ზუსტად, არ გინდათ მიხვდეთ და გაიგოთ.
რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა და რომელსაც 60 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, აშკარაა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივის მიერ არის დაწერილი თბილისში, იმდენად სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმ ფრაზებს, რომლებსაც ნაცები ასე წამდაუწუმ ისვრიან.
ევროპარლამენტია თუ „ნაცმოძრაობის“ სათაო ოფისი, რომელიც თავისი ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილ „დოკუმენტებს“ ბეჭდით ამოწმებს, ხელს აწერს და თავისი სახელით და ავტორიტეტით გამყარებულს აქვეყნებს.
60 ნაციონალი პარლამენტარი, 60 სააკაშვილისტი თუ გიზით თქვენ ევროპარლამენტში, ბარაქალა თქვენს ორგანიზაციას.
ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დაგრჩეს, რომ ვიღაც-ვიღაცებს ომის დაწყება საქართველოში მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა დააბრუნონ ხელისუფლებაში და მზად არიან, ამ „წმინდათაწმინდა“ საქმეს ქვეყანა მსხვერპლად შესწირონ.
კი, სააკაშვილი დაწყებით ომს კი დაიწყებს, მაგრამ დამთავრებით ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც 2008 წლის აგვისტოში დაამთავრა _ როგორც კი პირველ რუსულ პანჩურს მიიღებს, ის და მისი „უშიშარი“ გუნდი თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა ბრძოლის ველიდან და სდიეთ მერე კუდში.
_ ეს რეზოლუცია იმიტომ იქნა ასე ოპერატიულად გამოცხობილი, რომ საქართველო არ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, _ აცხადებენ ექსპერტები და ანალიტიკოსები.
არ მიგვიღებენ და, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჩვენ სამათხოვრო არაფერი გვჭირს, ჩვენ არაფერს ვითხოვთ ისეთს, რაც არ დაგვიმსახურებია.
მადლიერების განცდა თუ არსებობს ამ ქვეყანაზე, საქართველო, იმ საქმეების სანაცვლოდ, რაც მას გაუკეთებია მისი საერთაშორისო პარტნიორების სასარგებლოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი კი არა, ევროკავშირის წევრიც უნდა იყოს და ნატოს წევრიც.
ეს იქნებოდა სამართლიანი, ობიექტური და ნამუსიანი გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ამის გაკეთება არ გსურთ, ქვეყანას მაინც ნუ დაგვინგრევთ წინასწარ წაგებისთვის განწირულ ომში ჩაბმით, რომელიც ხარაკირის იძულებას უფრო ჰგავს, ვიდრე საკუთარი ნებით შეგნებულად და გააზრებულად მიღებულ გადაწყვეტილებას.
დაბოლოს,
სულ ტყუილად ჰგონია „ნაცმოძრაობას“, მის სატელიტებს და მის ფარულ და საიდუმლო მოკავშირეებს, რომ ჯერ „ქართულ ოცნებას“ დაამხობენ, მერე სააკაშვილს მოიყვანენ ხელისუფლების სათავეში, მერე სააკაშვილი მეორე ფრონტს გახსნის საქართველოში და საქართველო „ცივილიზებული“ სამყაროს ერთიანი ფრონტის ხაზს შეუერთდება.
გამოდის, რომ რადიკალური ოპოზიცია, ანუ „ნაცმოძრაობა“, თავის კრიმინალ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში სამოქალაქო ომისთვის ამზადებს ნიადაგს და, ალბათ, იარაღის გამოყენებით შეეცდება, ხელისუფლებას გაუსწორდეს, მერე კი გაუსწორდეს ქართველ ხალხს და მისთვის ჩვეული მეთოდებით დათრგუნოს, მოდრიკოს, დაიმორჩილოს.
ნაციონალების მხრიდან ამგვარი მცდელობა შეიძლება მათთვის საბედისწეროდ დამთავრდეს _ ქართველ ხალხს იმდენად ყელში აქვს ამოსული მათი უტიფრობა, ცინიზმი, თავხედობა, ქართველ ხალხს იმდენი ბრაზი, რისხვა და ბოღმა აქვს დაგრობილი სადისტი ნაციონალების მიმართ, ყოველივე ამან ერთბაშად თუ ამოხეთქა, `ნაცმოძრაობას~ დედაფუძიანად წალეკავს.
ასე რომ, ცეცხლს ნუ ეთმაშებით თქვენ, ავაზაკებო, თორემ ყოველთვის არ გაგივათ ოინბაზობები.
არავის გასვლია და არც თქვენ გაგივათ - დამიჯერეთ!
მე მთლიანად ქართველი ხალხის სახელით, ცხადია, ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ზედმიწევნით კარგად ვიცნობ ქართველი საზოგადოების საერთო განწყობას და პოზიციას.
მერწმუნეთ, ქართველი ხალხი არც „ნაცმოძრაობას“ მოუშვებს ხელისუფლებაში, არც ბიძინა ივანიშვილის დევნის და შევიწროების უფლებას მისცემს ვინმეს, არც ირაკლი ღარიბაშვილის და იმ მთავრობას არ დააჩაგვრინებს არავის, რომლებიც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგანან.
რასაც ისინი აკეთებენ, ეს ნამდვილი გმირობაა და ქართველმა ერმა ამ გმირობის ფასი ძალიან კარგად იცის.
ასინეთას კანტრად ქცეული „ნაცმოძრაობის“ ოფისი, მელიები, ხოშტარიები, დეკანოიძეები, მამულაშვილები, ხაბეიშვილები, სხვანი და სხვანი, თვითონ თხზავენ კოშმარულ ტყუილებს, მერე თვითონვე იჯერებენ მათ მიერვე მოჩმახულ სისულელეებს და დანარჩენ მსოფლიოს არწმუნებენ, რომ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და ისინი თუ არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ქვეყანა დაიღუპება.
კი, მაგრამ, რატომ ჰგონიათ ამ თავად იდიოტებს, რომ ევროპარლამენტში, ამერიკის კონგრესში სულ იდიოტები სხედან და ამათ   ვირეშმაკობას, ამათ ფალსიფიკატორობას, ცრუპენტელობას და გათახსირებულობას ვერ ხვდებიან?
არა არს დაფარული, რაიც არ გაცხადდესო, ნათქვამია.
თქვენი „ნაკაიკაცარიც“ აუცილებლად გაცხადდება, ნაცებო და ხვალ იქნება თუ ზეგ, თქვენ უმკაცრესი პასუხი მოგეთხოვებათ ყველაფრისთვის.
საქართველოს სხვადასხვა რეფორმებს, სხვადასხვა ცვლილებებს სთხოვენ, რომ ევროკავშირში ჩვენი მომავალი გაწევრიანება უფრო გაადვილდეს.
ცვლილებები რაღა მიმართულებით, ალბათ, მართლაც საჭიროა, მაგრამ, ალბათ, ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა თავადაც უნდა შეცვალოს ეს უცნაური, ზოგჯერ გაუგებარი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საქართველოსადმი.

ვახტანგ ხარჩილავა