ოლეგ ოსინოვსკი: ღარიბაშვილი ის ადამიანია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია

ოლეგ ოსინოვსკი: ღარიბაშვილი ის ადამიანია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია

,,თუ დღევანდელ ხელისუფლებაზე ვისაუბრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ვთვლი, რომ შესაძლოა ღარიბაშვილის მიმართ დამოკიდებულებები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ეს ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და იღებს კიდეც გადაწყვეტილებებს. მე ვიტყოდი, რომ ეს მისი ცალსახა პლუსია, რაზეც კამათი არ შეიძლება", - ამის შესახებ ესტონელმა ბიზნესმენმა ოლეგ ოსინოვსკიმ ,,ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა.

,,მას შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, არ ეშინია და გადაწყვეტილებებს იღებს სწრაფად. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ეს თვისება მახსოვს და ვაფასებ ჯერ კიდევ წინა პრემიერობიდან. დღესაც ვთვლი, რომ ეს ძალიან ღირებულია და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანიც".