მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრულწლოვანი პირებისთვის თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს

მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრულწლოვანი პირებისთვის თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს

მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უმეტეს შემთხვევაში, ეს ახალგაზრდები საცხოვრისის გარეშე რჩებიან და ვერ ახერხებენ პროფესიის დაუფლებას და დასაქმებას.
„თბილისის მერია, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასულ 18-21 წლის მოქალაქეებს, ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას არამატერიალიზებული სახის ვაუჩერით დაუფინანსებს. ვაუჩერის ღირებულება, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, თვეში 500 ლარი იქნება. 
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახალი პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან თბილისში რეგისტრირებული 18-დან 21 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკამდე ბოლო ერთი წელი თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარები იყვნენ, 18 წლის შესრულების გამო დატოვეს ის და საცხოვრისს საჭიროებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება ამ ახალგაზრდებისთვის ცხოვრების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.