მე - ასე ბედნიერს, ასე უბედურს
მე:
ასე ბედნიერს,
ასე უბედურს,
ასე სავსეს და
ასე ცარიელს,
გათამამებულს,
ცოტა თავკერძას,
ზოგჯერ იღბლიანს,
ბევრად ბედდამწვარს,
უღმერთოს,
მაგრამ -
ღმერთის მტარებელს,
მიწის პატრონს და
უსამშობლოოს,
სიკვდილმისჯილს და
გადაფიქრებულს,
დამუნჯებულსაც,
ზოგჯერ შემცბარსაც,
გაყიდულს არა -
გადაყიდულსაც,
მაგრამ ვერაფრით გაბოროტებულს,
მაგრამ ვერსაით მიქუჩეჩებულს,
მაგრამ ვერაფრით ენაჩავარდნილს,
მაგრამ მოყვასის არშემძულებელს,
ისევ ხელის და გულის მიმცემად -
ვრჩები,
ვიტოვებ სახეს პირვანდელს -
ადამიანად რომ ვიშვი -
ოდეს!..
ნანა შაინიძე
24.12.19წ