მგლები

მგლები

მიყრუებული სოფლის ბოლოს ღამე მშიერი მგლები რომ აყმუვლდებიან ხოლმე, ისე აყმუვლდა ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატი.

აყმუვლებაც არის და აყმუვლებაც, პირდაპირ ცოფებსა ჰყრიდნენ პირიდან, ტუჩები ებრიცებოდათ და ყურებიდან კიდე ბოლი გამოსდიოდათ.

რასა იუკნევიჩიანე! გალერი! მარკეტა!

რასაც ეს პოსტსაბჭოთა ტიპები კადრულობენ და როგორც ეს კორუმპირებული ჩირები იქცევიან (უნახავმა რა ნახაო!), მსგავსი არაფერი გვინახავს არც საბჭოთა პერიოდში და არც შემდეგ, ანუ 1990-იანებიდან აქამომდე!

ეს რა ჯანდაბა და დოზანაა?!

აი, ქალი როა, მის გვარს ძლივს რომ წარმოსთქვამ (იუკნევ... იუკნევიჩ... იუკნევიჩუჩუნ... თუ როგორც არი!), აცხადებს, თუ ,,ქართულ ოცნებაში'' ვერ ხვდებიან, ოლიგარქი ვინ არის, მაგის გარკვევაში მე დავეხმარებიო... ეს დეივანიშვილიზაციააო, ეს დებიძინიზაციააო, ქალი გაგიჟდა, გადაირია, კლიმაქსმა ხელი დარია, როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, სახე აუყარყარდა. ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე ქალი ჭკუიდან გადასულიყოს, პირველად ვნახე და გამიკვირდა. გადაუგდეთ ამ ქალს სამიოდე ათასი ევრო და ეგრევე მოკეტავს, დარწმუნებული ვარ!

ტონი აქვთ, იმის დედა ვატირე, კრემლიდან არ მიგვიღია ამნაირი დირექტივები, მითითებები და დავალებები!

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, პოზიციაა თუ ოპოზიცია, დაბოლილი მარკეტა ყველას თითს უქნევს - თქვენაო, არაფერი შეგეშალოთო, ჩვენი დავალებები ხელისუფლებამაც უნდა შეასრულოს, ოპოზიციამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაცო!

აქამდე გვეუბნებოდნენ, მორიგ რეზოლუციას დეკემბერში გამოვაცხობთო. ახლა თქვეს, დროში ვერ შეგზღუდავთ, 2023 წელს გამოვაცხობთო.

ეს კარგია, ე.წ. ოპოზიცია მორიგ რევოლუციას დეკემბერში აპირებდა, როგორც ჩანს, ეგეც გადაიდება. ისე, ძალზედ საინტერესოა, რატომ გადადეს ეს საქმე დეკემბრიდან 2023 წლისთვის, მართლა ჩვენი დარდი აქვთ, რომ დროში შეზღუდულები არ ვიყოთ თუ ახალ ხაფანგს გვიმზადებენ? კი, როგორც უკვე ვთქვი, ერთი დადებითი ის არის, რომ ე.წ. რევოლუცია გადაგვიდეს, მაგრამ ისიც საფიქრალია, რა იქნება 2023 წელს? ალბათ ისევ ის, რაც არის ახლა, მაქარაშვილ-ლომჯარია-გიგაურებით ვერაფერი გააწყეს და ალბათ ახალი კანდიდატების ძიებას დაიწყებენ. თუმცა, რა გითხრათ, კიდევ ვინ უნდა მოძებნონ ქვეყნისა და სახელმწიფოს ასარევად, ვინ დარჩა? ე.წ. პოლიტიკოსები ჩაფლავდნენ, ე.წ. ჟურნალისტები ჩაფლავდნენ, ე.წ. არასამთავრობოები ჩაფლავდნენ, ე.წ. სახალხო დამცველი ჩაფლავდა, თუ ვინმეს გამოძებნიან ისინიც ჩაფლავდებიან და იცით, რატომ? და იცით, ამათი უბედურების არსი რაში მდგომარეობს? ისინი, ე.წ. ევროპელი დეპუტატები და ესენი, ეს ჩვენებური დეპუტატები თუ არასამთავრობოები ერთი ჭკუისანი არიან, ერთ დუდუკზე უკრავენ და ამიტომაც არა გამოსდით არაფერი. აბა, მაქარაშვილებისგან, კუბილიუსებისგან, დიღმელაშვილებისგან, მარკეტებისგან და იუკნევიჩიანებისგან რა უნდა გამოვიდეს? არც არაფერი!

ვიმეორებ, რასაც ესენი (მარკეტა, გალერი და იუკნევიჩ...) სჩადიან, ეგეთები არ უქნიათ ცეკა კაპეესესის ინსტრუქტორებსაც კი, აღარაფერს ვამბობ რაიკომების მდივნებსა და მათ მოადგილეებზე!

მგონი საბჭოთა კავშირი ამ კავშირთან შედარებით ფაქიზ გრძნობათა  ორგანიზაცია იყო!

ფუჰ!!!

ეხლა მე ვარ რუსეთუმე თუ ესენი?!

რა თქმა უნდა, ესენი!

საქმეს აფუჭებენ საქართველოში, ხალხს ევროპასაც აზიზღებენ და ამერიკასაც, ნუთუ ეს არის დასავლეთიო? მეტი არაფერიო? ფიქრობენ ჩვენში და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხელიც ჩაიქნია. იმ ქალმა, რომლის გვარსაც ბევრი ვერ გამოთქვამს, იუკნევიჩიანემ ივნისის დასაწყისში ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინს შეადარა, ეგენი ერთნაირად ფიქრობენო. რას ფიქრობენ ერთნაირად კობახიძე და პუტინი? ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ ევროპის სახალხო პარტიას კრიმინალების დაჯგუფება უწოდა და სრულიად სამართლიანადაც. ამ წუპაკების პარტიას მიხუინების მმართველობის პერიოდში საქართველოდან ლობიზმის მომიზეზებით კაი ფული მიჰქონდა, ეგ საქმე გიგა ბოკერიას ებარა. 2012 წლის შემოდგომიდან ,,დარმავოი'' დაფინანსება შეუწყდათ და დაიწყეს კიდევაც მას შემდეგ ყმუილი, მიყრუებული სოფლის ბოლოს მშიერმა მგლებმა რომ იციან ხოლმე.

ჩვენს შინაურ საქმეებში ერევიან, თავებს ვეღარ იკავებენ, წარმოგიდგენიათ, ამ ავმა დედაკაცმა რა იკადრა? დებიძინიზაცია და დეივანიშვილიზაციაო, ბოლო-ბოლო, გათქმევინებენ ისეთ რამეს, რისი თქმაც არ გინდა... ვინ ჩემი ფეხებია, რა უფლებით ლაპარაკობს სხვა ქვეყანაზე ასეთი ტონით? ვისაც არ ეზარება, ვისაც თავის ქალა შიგნიდან ეფხანება, ყველა ჩვენ გვედიდკაცება და გვედიდქალება!

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი აცხადებს - ვითარება, რაც დღეს საქართველოშია, არ არის დამახასიათებელი ნორმალური დემოკრატიული ქვეყნისთვის, სწორედ ამიტომ დატოვა წინა პრემიერმა თანამდებობა. გაიგონეთ? თურმე გიორგი გახარია იმიტომ გადადგა, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია, თურმე ასეთი რამ არ არის დამახასიათებელი ნორმალური დემოკრატიული ქვეყნისთვის. თურმე დემოკრატია დუღს და გადმოდუღს უკრაინაში, მოლდოვაში, სხვა ქვეყნებშიც, ოღონდ საქართველოში არა. განა ჩვენ ვერ ვხედავთ და არ ვიცით, რატომ გადადგა წინა პრემიერი? რასაკვირველია, მშვენივრად ვიცით, მაგრამ რაკი ვინმე გერმანელი გალერი ასე ამბობს, ესე იგი, ასეა. უფრო გლეხურად აგიხსნათ? ჩვენ კი ვიცით, რომ ,,ისტეა'', მაგრამ რაკი მაიკლი ამბობს, გამოდის, ,,ისტეა'', პოლიტიკას ამნაირად სჭირდება. განა საბჭოთა პერიოდშიც არ შთაგვაგონებდნენ, რომ ,,ისტე'' კი იყო, მაგრამ ,,ასტე'' იყო?!

მარკეტა გრეგოროვა - ოოო... ეს ქალი ევროპარლამენტში კი ზის და ჭკუაზეც გვარიგებს, მაგრამ ძაან უქიშინებს, პაპიროზის გარდა თრიაქსაც ხმარობს. როცა მაგრად გაბრუვდება ხოლმე, ტუალეტში იკეტება და გულს ირევს. თქვენ თავს გეფიცებით, არავერს ვიგონებ, მაგ თემაზე ვიდეორგოლიც კი დაამზადებინა და სოციალურ ქსელებში გაავრცელა, გეგონება დიდად საამაყო რამეს სჩადიოდეს.

არა, მაგათი გაგებით კი არის დიდად საამაყო, კი მიაჩნიათ ევროპულ ფასეულობად, მაგრამ ჩვენში ეგ ,,აქტი'' ავადმყოფობად ითვლება.

სხვათა შორის, ბოლო დროს ანდრიუს კუბილიუსს ხმა არ ამოუღია, ალბათ ისვენებს, თორემ მომენტს არ გაუშვებდა ხელიდან, გაუკენწლავებს არ დაგვტოვებდა. ესენი ყველანი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები არიან. ეგ პარტია ისეა ევროპული, როგორც მე ვარ ჩინეთის იმპერატორის პირველი სიძე. ეგრე თუა, გიგა ბოკერიამაც დაირქვა ,,ევროპული საქართველო'', გჯერათ? არც მე, სად ბოკერია, სად ევროპა და სად ანტარქტიდა? არიან ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც არც ერთ კონტინენტს არ მიესადაგებიან, უბრალოდ დედამიწას ლახავენ და ეგ არი. აი, ასეთთა კლასობრივ ოჯახს განეკუთვნებიან ბოკერია, კუბილიუსი, იუკნევ... ჩუტრუკიანე, გრეგოროვა, გალერი, ვალერი, გუბაზი და აქუ. ამ კლასობრივ ოჯახში სხვებიც შედიან, მაგრამ ჩამოთვლა მეზარება, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო... წაესივნენ ძაღლები ბიძინა ივანიშვილს, უნდა ,,დავასანქციროთო'', საქართველოში დემოკრატიულ წყობილებას ხელს უშლისო. კუბილიუსს აქვს ნათქვამი, ჩვენ ამ შემთხვევაში ქართველ ხალხზე ვზრუნავთო. გაიგონეთ? კუბილიუსი და მარკეტა ზრუნავენ ქართველ ხალხზე, ბიძინა ივანიშვილი არ ზრუნავს, პირიქით, ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ წყობილებას, არა და არ ხსნის მეორე ფრონტს. ეგ თუ პატიოსანი კაცია, რუსეთს ომს რატომ არ უცხადებს? რა, მხოლოდ უკრაინა უნდა ომობდეს რუსეთის წინააღმდეგ? რა, არ უნდა შეეხიდოს უკრაინელებს? ეს რა პარტნიორობა, ეს რა სტრატეგიული ურთიერთობაა? ეს რანაირი მეგობრობაა? ისე, რა მაგის პასუხია და... წამდაუწუმ რომ იძახიან, უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო, ეგ თემა საიდან გამომდინარეობს, რანაირი სტრატეგიული პარტნიორია? 2008 წლის ომის დროს ჟანგიანი იარაღი რომ შემოგვასყიდა ორმაგ ფასში და კეზერაშვილმა ჩამოწერა მილიარდებად, ეგ არი პარტნიორობა?! არ ვიცი, არ ვიცი!

თუმცა... ამ საკითხს შეიძლება სხვა კუთხიდანაც შევხედოთ, ამ დღეებში მეზობელი დაბრუნდა ბათუმიდან, სულ აუ, აუ, აუ-ს იძახდა, უკრაინელი ქალებით სავსეა აჭარა, გედვირიე პირდაპირო.

ეგენი ეომებიან რუსეთს-მეთქი?!

მაიცა, რაააა, რუსებთანაც ძაან მაგრად არიან ჩახუტებულიო. ჰოდა, ჩვენ აქეთ გვამუნათებენ, მეორე ფრონტს არ ხსნითო. მაგათ შავ ზღვაში უნდა იჭყუმპალაონ, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ რუსეთს წაგებული ომი გამოუცხადოს. არ გამოუცხადებს და ,,დაასანქცირებენ" (ამასობაში ქართული ენა ისევ წაბილწეს - უნდა დავასანქციროთო).  რაკი ქართული ენა ვახსენე, ბარემ ერთსაც გეტყვით, ამ დღეებში ,,ნაციონალებმა'' მორიგი ახალი სიტყვა გამოიგონეს - ,,მომენტუმი''. ამიერიდან ,,მომენტის'' ნაცვლად უნდა ვთქვათ ,,მომენტუმი''. მართალია, ეს ფორმა იტალიურ-ესპანურ-ბერძნულს უფრო წააგავს, მაგრამ სამაგიეროდ, ამის ეგრე მთქმელი საზოგადოებაში ძაან განათლებულად წარმოჩინდება და ხალხიც ტაშს დაუკრავს. თუ ხალხი ტაშს დაუკრავს, მომავალ არჩევნებში საპარლამენტო სიაშიც ჩაწერენ და რაკი ჩაწერენ, შეიძლება აირჩიონ კიდევაც. აგერ, მაჭუტაძემ სიტყვა ,,რეზონი'' იხმარა ღია საზოგადოებაში და ეგრევე სიაში ჩაწერეს, განათლებული ბიჭი ჩანსო. ჩაწერეს და აირჩიეს კიდევაც. დღეს ის პარლამენტში ზის 7 თუ 8-ათასიან ხელფასზე. ეგეთები გამოეთრევიან ხოლმე ტელევიზორში და ამტკიცებენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში დემოკრატია გვექნებოდაო. სადაც სამართალია, მაჭუტაძეები სანთელს უნდა უნთებდნენ ივანიშვილს, ეგენი რომ პარლამენტში სხედან, სწორედ მის მიერ მოტანილი დემოკრატიის დამსახურებაა. ისინი (ევროპარლამენტარები) სოფლის ბოლოს მოწკავწკავე ძაღლები არიან, ესენი - სოფლის შიგნით მოწკავწკავე ძაღლები. იქაც და აქაც ცოფი მძვინვარებს, იქაც და აქაც პირთაგან დუჟი გადმოსდით.

ჩემი ღრმა რწმენით, ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, საქართველოს ფეხებსაც ვერ მოსჭამენ. ადრე სხვანაირად ვიტყოდი, უფრო ეთიკურად, საქართველოს ვერაფერს დააკლებენ-მეთქი, მაგრამ ახლა არ შემიძლია - მე ამდენი შინაური და გარეული მტერი, ამდენი შინაური და გარეული მოღალატე ერთდროულად არ მინახავს, ალბათ ამდენნი 1937-1938-იან წლებშიც არ იყვნენ. არა, ნამდვილად არ იქნებოდნენ. კიდევ კარგი, ამათ ჩვენი დახვრეტა არ შეუძლიათ, თორემ აქამდე ჩვენი ბუნდღა აღარ იქნებოდა, უბრალოდ გაგვიმართლა, რომ იმ პერიოდში არ დავიბადეთ, თორემ მაჭუტაძე თუ ვერა, კუბილიუსი მაინც მიგვაყენებდა კედელთან.

მადლობა ყურადღებისთვის.

გელა ზედელაშვილი