მამუკა მდინარაძე: იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი უფრო სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი
მამუკა მდინარაძე (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი):
იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი უფრო სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. საქვეყნოდ აღიარებული იურისტები სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთში ურევდნენ…
დღის ბოლო ერთადერთი კითხვა დარჩა: ვერ ასხვავებენ თუ არ ასხვავებენ?
ერთი, 3-4 წლის ამბავი გამახსენდა.
რამდენიმე მეგობარი და კოლეგა ვკამათობდით, რა დაჯდებოდა სინამდვილეში ქუთაისის პარლამენტის აშენება. ზოგმა 200 მილიონი თქვა, ზოგმა 60-70, ზოგმა 100. ბოლოს ერთმა შემოსწრებულმა კაცმა - მაქსიმუმ 200-300 ათასი ლარიო და შეწყდა კამათი. რაღა არგუმენტი უშველიდა