ლიზა გეგეჭკორი: რით ვერ შეიგნეს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება უბრალოდ შეუძლებელია?

ლიზა გეგეჭკორი: რით ვერ შეიგნეს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება უბრალოდ შეუძლებელია?

ლიზა გეგეჭკორი (ჟურნალისტი):

ალბათ, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მართლა გულწრფელად უყვარს საქართველო და ოდნავ მაინც შეუძლია მოვლენების ანალიზი, ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის ეს უმძიმესი კითხვა: რა იქნებოდა დღეს ჩვენი ქვეყანა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი?
უბრალოდ, ერთი წამით წარმოვიდგინოთ ალტერნატიული რეალობა, სადაც ის 2012 წელს პოლიტიკაში არ შემოდის. კაცს ჰქონდა აბსოლუტურად ყველაფერი, უზრუნველყოფილი, მშვიდი და უდარდელი ცხოვრება. მას შეეძლო, უბრალოდ შორიდან ეყურებინა პროცესებისთვის, ან არც კი ეყურებინა. მაგრამ მან საკუთარი და საკუთარი ოჯახის, შვილების სიცოცხლე, ფიზიკური უსაფრთხოება და კეთილდღეობა პირდაპირ სასწორზე დადო.
თავი დავანებოთ შიდა ფრონტს, ისედაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რას იზამდა და რა მასშტაბის დიქტატურას დაამყარებდა ის სისხლიანი და მანიაკალური რეჟიმი. 2012 წელს რომ არ გატეხილიყო მათი ხერხემალი, დღეს საქართველო იქნებოდა ერთი დიდი, დახურული საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს ღიად გაუსწორდებოდნენ და გააქრობდნენ.
მაგრამ, ყველაზე მთავარი და საგანგაშო მაინც გარე ფრონტია. გვაქვს კი ბოლომდე გააზრებული, რა მოხდებოდა დღეს, ამ გლობალური გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე, ეგენი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ? რამდენ და რა მასშტაბის ომს გადაგვარჩინა ამ ერთმა ადამიანმა? საქართველო წამებში იქცეოდა ფრონტადის ველად და ჩვენი ქალაქებიდან მხოლოდ ფერფლი და ნანგრევები დარჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად ფარად დაუდგა ქვეყანას და გადაარჩინა სრულ ფიზიკურ განადგურებას.
ამ ყველაფრის ფონზე, რაოდენ ამაზრზენია იმ უსამშობლოების ცინიზმი, რომლებიც სხედან და დუდღუნებენ: „მერე რა, რომ 2 მილიარდი დოლარი წაართვეს და დაუბლოკეს, ეგ ხომ დიდი არაფერიაო“. წარმოგიდგენიათ რა მარაზმთან და მორალურ ფსკერთან გვაქვს საქმე? ადამიანს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობის და ჩვენი შვილების სიცოცხლის დაცვის გამო ექცევიან ასე, მიზანმიმართულად და ღიად აშანტაჟებენ ფინანსურად და ესენი ამაზე ქირქილებენ. აბა ჰკითხეთ ამ ხალხს, 200 ლარი რომ წაართვათ ვინმემ, რა ისტერიას მოაწყობენ, წარმოგიდგენიათ?
და ასეთ კაცს ვიღაც ევროპარლამენტარები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ სად იქნებიან ეშმაკმა უწყის, აშანტაჟებენ რაღაც სულელური რეზოლუციებით უკვე მერამდენედ. რით ვერ შეიგნეს რომ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება უბრალოდ შეუძლებელია?
ისტორია ყოველთვის ყველაფერს თავის ობიექტურ სახელს არქმევს. ფაქტი ერთია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა იყო ერთადერთი გზა, რამაც საქართველო ფიზიკურ და სახელმწიფოებრივ კოლაფსს გადაარჩინა!