ლალი მოროშკინა: ჯალათების, მავნებლებისა და ბოროტების დრო არასდროს მოვა, დანარჩენი ლირიკაა

ლალი მოროშკინა: ჯალათების, მავნებლებისა და ბოროტების დრო არასდროს მოვა, დანარჩენი ლირიკაა

ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი, პოლიტოლოგი):

,,ქარიშხალი ჭიქაში„.
რა ვქნა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტვირთიც მე უნდა ვზიდო.
საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რიმელსაც საკმაოდ ბასრი ენა და მოქნილი ტვინი აქვს, რითიც ნოკაუტში უშვებს ოპონენტებს.
ეს ერთი!
მოწოდების სიმაღლეზე დგანან ძალოვანი მინისტრები - ეს ორი!
საზოგადოებაში კვლავ ტოქსიკურ გულძმარვას იწვევს ,,ნაციონალური მოძრაობის'' და მისი ლიდერის ხსსნება - ეს სამი!
 ,,ოცნებას“ ჰყავს საოცარი ახალგაზრდული ფრთა, ძლიერი, ჭკვიანი და მოტივირებული ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, არც ცოტნე ივანიშვილი გამოჩნდა ტყუილად პოლიტიკური სარბიელის გარიჟრაჟზე - ეს ოთხი!
და  და-დააამ!!!
ალუბალი ტორტზე - „ოცნებას“ ჰყავს საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ძალიან მალე, დამოუკიდებელი მედიასაშუალებით საკუთარ აზრს გამოთქვამს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ეს ხუთი!!!
მერე?
მერე ძალიან ბევრს გაახსენდება, რომ კბილების ფუნქცია ენაზე დაჭერაა.
ვიღაცას ძალიან უნდა, გემი ჩაიძიროს და გულმოდგინედ არყევს.
არა, ბატონებო,
ყველაფერი თავისი ლოგიკური გზით მიდის, უბრალოდ პატარა, ჭორიკანა ქვეყანა ვართ, სადაც ბევრი პატარა ენაგრძელი კაცუნა ცხოვრობს და ყველაფერი სამსჯავროზე გამოდის.
გამორთეთ საინფორმაციო საშუალებები, სოცქსელები და მიხვდებით, რომ არც არაფერი არ ხდება გარდა იმისა, რომ ვიღაცას მოეჩვენა: არიქა, დროაო!
ჯალათების, მავნებლებისა და ბოროტების დრო არასდროს მოვა, ამას მე გპირდებით, დანარჩენი ლირიკაა....