ლალი მოროშკინა: ფრთხილად, ეს უკვე ომია!

ლალი მოროშკინა: ფრთხილად, ეს უკვე ომია!

ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი, პროფესორი):

არ გვინდა პანიკა, განვაგრძოთ ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. უშიშროების საკადრო ოფიცერმა, ერთ-ერთმა ყველაზე ვერაგმა მოთამაშემ ვ.ვ. პუტინმა ამჯერად  გაათამაშა "რუსული გამბიტი". ჯერ თავს იკატუნებდა და სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფს თამაშობდა, მერე ასოციალურ, ხალხისგან დისტანცირებულ, ზომაზე მეტად ფრთხილ ლიდერს, რეალურად კი ელოდებოდა,მოწინააღმდეგე მხრიდან მაქსიმალურად ბევრი შეცდომის დაშვებას, პირველ სიცივეს და საკუთარი მოქალაქეებისგან კარტ-ბლანშს, სრულ ლეგიტიმაციას, ნატოს ქვეყნებისგან "თავის დასაცავად" სამოქმედოდ.
Welcome lllWW!!!!
მესამე მსოფლიო ომი, რომელიც პანდემიით დაიწყო, ომით გაგრძელდა და შიმშილით და სიცივით დასრულდება!
"დამპლური თამაშები ინ ექშენ".
ახლა მთავარია: 
1.ამიეკავკასიის ბაჯაღლოს-თბილისის და საქართველოს ნეიტრალურ ზონად და ეკონომიკურ ჰაბად შენარჩუნება, 
2.საწოლ-ფონდების, სისხლის ბანკის და მედიკამენტების მობილიზება 3.სტრატეგიული საკვების დასაწყობება,
4.ჩვენი მოქალაქეების და ეთნიკური ქართველებისთვის, მათ შორის აფხაზებისთვის და ოსებისთვის დასაბრუნებელი პლატფორმის შექმნა,
5.სახელმწიფო დონეზე ქვეყნისთვის საზიანო რიტორიკის აკრძალვა მედია საშუალებებში,
6.ყველა იმ ელემენტის განეიტრალება, ვინც ღიად უბიძგებს საქართველოს სასაკლაოდ გადასაქცევად!

ფრთხილად!
ეს უკვე ომია!

P.S. აამუშავეთ კრიზის მენეჯმენტი, "რუსული რულეტკა" არ არის ჩვენი თამაში!