ლალი მოროშკინა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა? მალე ბევრი რამე გაცხადდება!!!
ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი, პოლიტოლოგი):
„რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა“?- ველოდებოდი პრემიერის ამ სიტყვებს, ველოდებოდი იმიტომ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ ბრძანა,
რომ არა სახელებს და გვარებს ებრძვის,
არამედ აგენტურულ ქსელს, რომელიც მოქმედებს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
ძალიან უნდა ვიღაცას აქ ომი და ნგრევა, შემდეგ კი შეიარაღებული ბანდ-ფორმირებებით სტრატეგიული გზის დანაწევრება და კონტროლი!
23 ივლისიდან მოყოლებული, როდესაც ჩემი კონკრეტული „ქეისი“ კრიმინალურ პოლიციას გადაეცა, უამრავ ადამიანთან გავიარე კონსულტაცია, იმ მიზნით, რომ გამეგო, თუ რატომ მოხდა კიბერშემოტევა ჩემზე.
რატომ აგორდა „ამბავი იმ ამბავზე“, რომელიც უბრალოდ არ მომხდარა.
ჩემი ღრმა რწმენით ის სავალალო ინციდენტი თელავში თავიდან ბოლომდე დადგმული იყო,ხოლო მერე რაღაც სახით კიდევ უფრო უნდა დამძიმებულიყო (ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდები).
ანუ მე უნდა ვყოფილიყავი ამ ამბის მეორე და დამაგვირგვინებელი სერია.
რატომ წამოვიდა აგრესია ჩემზე,რომელმაც უარი ვთქვი თუნდაც უწყინარ ინტერვიუზე, კომენტარზეც კი, რომელიც რუსეთის არხზე გავიდოდა(მჯერა,რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩემს სამშობლოში,მისი ტირაჟიტება საჭირო არ არის!!!) და მხოლოდ ჩემს სასტუმროში ვთქვი სამი სიტყვა -
„ქალის ცემა არ შეიძლება“,
მაშინ როცა უამრავმა ადამიანმა იგივე უფრო მკაცრად და უფრო დიდი აუდიტორიის წინ დაგმო და არც არავის შეუმჩნევია...
როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს,არსებობს ფოკუს ჯგუფები, რომლებსაც სიტუაციურად განსაკუთრებით „ურტყამენ“ აგენტურული ქსელის წარმომადგენლები.
მე, ჩემი 25%-იანი რუსული წარმომავლობით ვჯდები სქემაში, „ძირს ბიძინა ივანიშვილი“,
„მთავრობა უნდა გადადგეს“ (აკი იპომედია მთავრობის პროპაგანდისტად მომიხსენიებს)
ამ ყოველივეს გადამოწმება მარტივია.
არ არსებობს მთავრობის ან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სტატია, სადაც ჩემს გვარს ვერ ამოიკითხავთ, რაც ჩემთვის ცნობისათვის, დიდი პატივია!
შესაბამისად, მე იდეალურად ვჯდები „მოსაკრალურო
მსხვერპლის“ პარამეტრებში.
მაგრამ.
ყველაზე გაქნილი აგენტურული მუშაობაც კი აწყდება დაუძლეველ ბარიერებს.
ჩემს შემთხვევაში ეს ფენომენალური წინათგრძნობა და მოვლენების ადრეული განჭვრეტაა,(ბოლო-ბოლო თალესის გაზრდილი ვარ)რაც ნიადაგს აცლით ფეხებიდან.
ასე იმ დღეს, სრულიად მოულოდნელად სტუმრად მოსულ ერთ-ერთ პროვოკატორ გოგონას ჩემი სასტუმროდან დიდი ალბათობით უნდა ჩაეწერა ვიდეო ისეთი ტექსტით,რომლის მერეც გასაგები იქნებოდა ატეხილი ნეგატივი რუსების წინააღმდეგ.
მე ადრეულად მოვახერხე ამ გეგმის გაშიფვრა, დავასწარი ვიდეოს ჩაწერა,რომელსაც ვერანაირად კუდს ვერ გამოაბამდი..
მაგრამ მტერს ამხელა მანქანა უკვე დაქოქილი ქონდა და დილის 9 საათიდან დაიწყო 48 საათიანი,დაფინანსებული შტურმი 150 ექაუნთუდან.
რამაც დააზიანა ჩემი ფბ გვერდები.
დააზარალა ბიზნესი მატერიალურად და რეპუტაციულად.
ახლა ისმის შეკითხვა:
რა ავირიდე???
რა განცხადების გაკეთებას აპირებდნენ,
რატომ ვერ მოახერხეს დავალების შესრულება და ვერ მოესწრო კიბერშეტევის ბრძანების უკან წაღება. ახლა
შერჩათ ქარიშხალი ჭიქაში და აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
პასუხი:
1. განცხადება მწვავედ რადიკალური უნდა ყოფილიყო, რომელიც შეურაცხყოფდა ქართველებს.
2. ვერ მოასწრეს კიბერშეტევის გაწვევა, რადგან იყო გვიანი ღამე და წესით ოპერაცია ზუსტად ისე ჩაივლიდა როგორც დაიგეგმა.
დიახ ჩემი მტკიცებით, პროვოკატორი გოგონების ჯვუფში იყო,
რაც იმას არ ამტკიცებს, რომ დანარჩენებმა ეს იცოდნენ და უბრალოდ „სასარგებლო იდიოტების“ როლი არ ითამაშეს (ველით გამოძიების პასუხს).
ცხადია ეს დიდი ოპერაცია ძალიან ცბიერად იყო დაგეგმილი და სრულიად საკმარისი იყო ერთი პროვოკატორი და რამოდენიმე სიტუაციის არმცოდნე მსხვერპლი.
ახლა ამ თითქოს მცირედი ეპიზოდიდან რომ გამოვიდეთ, გადავხედოთ გლობალურად საქმის ვითარებას.
რაღა გაგანია სეზონის დროს გაგვახსენდა, რუსი რომ ოკუპანტია?
ახლა აღარ გვინდა ტურისტი რუსეთიდან?
აჭრელებულია რეგიონები წარწერებით „Чача“, „Квартира“ და „Шашлик и хачапури“.
ახლა გახდა 3 გოგოს სუფრასთან დაპატიჟება პრობლემა, როცა ზედახორაა სრულიად ქართულ კურორტებზე?
რუსი, უკრაინელი, ბელორუსი,ქართველი ისე არიან აზელილი ერთმანეთში, მშობელი ვერ გაარჩევს...
მოკლედ, გამგები გაიგებს.
მალე ბევრი რამე გაცხადდება!!!!
მე ძალიან მალე საფრანგეთიდან ჩემი პარტნიორის ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება ერთი ქვეყნის კოლონიალურ ინტერესებს უფრო მცირე ერებზე, რა ვუყოთ
გერმანიას,
იაპონიას, აშშ-ს,
საფრანგეთს, ისრაელს,
ირანს, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს, ესპანეთს და ა.შ.
ამ ქვეყნებიდანაც ვდევნოთ ტურისტები?
P.S. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და გერმანელებს რომ ვხედავ, წინ სულ დიდი ბაბუის დაფლეთილი სხეული მიდგას...




