ლალი მოროშკინა: მშვიდი საქართველო მტრების მთავარი სამიზნე გახდა!

ლალი მოროშკინა: მშვიდი საქართველო მტრების მთავარი სამიზნე გახდა!

ლალი მოროშკინა (პოლიტოლოგი, ჟურნალისტი, პროფესორი):

აქ ბრძოლა პირველ დაჩოქებამდეა,
განცგაწყვეტილ ბედაურებს უმალ სასაკლაოზე უშვებენ...
პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით იწვის ევროპა.
პრაქტიკულად სრულიად შეიზღუდა გადაადგილება არაბულ ქვეყნებში.
უკრაინა ომის პიკშია.
სოჭში სეზონი სრულად ჩავარდა.
ამ ფონზე აყვავებული,
ლამაზი, მშვიდი საქართველო მტრების მთავარი სამიზნე გახდა.
ორი მილიონი დოლარი,რომელიც შემოედინა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად.
ორი მილიონი,რომელიც 30-30 ვერცხლად გადაახურდავეს და დაირიგეს ეთნიკურად ქართველებმა,
სინამდვილეში კი უსამშობლო,უსულო ბიორობოტებმა.
საბიტაჟი ყოველ დღე.
გაღვიძებული და განკონსერვებული აგენტები,
თავდასხმები  ენერგო ობიექტებზე.
საშემოსავლო,საპენსიო, საგადასახადო და ათასი ჯურის სამონიტორინგო  სისტემებში ჩაბუდებული მტრებისთვის სიგნალი : „Фасс“ და იწყება ხალხის გადამწარება.
რატომ?
იმიტომ, რომ სექტემბერში დიდ არეულობას გეგმავენ.
მეტი გაბოროტებული ადამიანი სწყურიათ,
იმიტომ, რომ სანამ მაოხრებელი გზირი ციხიდან მოძღვრავს თავის ფანატებს,
სანამ დაუსჯელი ნაცები კომფორტულად თავზე გვაზიან,
სანამ სოც.ქსელებში
 მსუყედ დაფინანსებული ტროლ-ბოტები ადამიანებს ფსიქიკას უნადგურებენ,
სანამ ჩვენი ბიზნესი დაუცველია,
სანამ თეთრზე ამბობენ რომ შავია- წინ ვერ წავალთ.
ბუნებას თავის კანონზომიერება აქვს.
არც ცეცხლი ჩნდება უმიზეზოდა და არც კვამლი...
ჩვენ განსვენებული და არსებული პატრიარქების ლოცვა-კურთხევით ძალიან ფრთხილად და პრაქტიკულად დანაკარგების გარეშე გავდივართ დედამიწის გოლგოთას.
მძიმე ჯვარის ტარებაში ასობით წმინდანის სული გვეხმარება.
მაგრამ!
მშვიდობა მყიფეა.
მოდუნება - სიკვდილის ტოლფასი.
არცერთი წამი გააზრების და წინდახედულობის გარეშე!
აგვისტო ყველაზე  ხელსაყრელი დროა მზაკვრობისთვის და მავნებლობისთვის.
შსს,სუსი,სასჯელაღსრულების სისტემა,მთავრობა,ერი და ბერი 
მოწოდების სიმაღლეზეა!
ჩვენ გავივლით ამ გზას,
ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას,
ჩვენ გავიყვანთ ჩვენს მონაგარს და  საქართველოს ბოლო გენოფონდს სამშვიდობოს.
არ დაიღალოთ,
ჩვენს უკან სამშობლოა!