ლალი მოროშკინა: მოდით რა, ჩვენგან ისწავლეთ სიყვარულიც, ვაჟკაცობაც, პატივისცემაც და ცხოვრებით ტკბობაც!

ლალი მოროშკინა: მოდით რა, ჩვენგან ისწავლეთ სიყვარულიც, ვაჟკაცობაც, პატივისცემაც და ცხოვრებით ტკბობაც!

ლალი მოროშკინა (პროფესორი, პოლიტოლოგი):

ძალიან  მინდა, დღევანდელი დღის სიდიადე გადმოვცე... მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ვიღაც ბედავს და ცხოვრების სტილს, მრწამსს, ადათ-წესებს და ზოგადად ქართველობას გვიწუნებს.
მოდით რა, ჩვენგან ისწავლეთ სიყვარულიც, ვაჟკაცობაც, პატივისცემაც და ცხოვრებით ტკბობაც!
სანამ საქართველოში ასე მღერიან, ასე უკრავენ, ასე უყვართ, ყველაფერი კარგად იქნება.
მინდოდა, ამ ფოტოკოლაჟით გადმომეცა ახალგაზრდების ბედნიერება,  მამაოების  თავმდაბლობა და მონასტრული საფერავით გამასპინძლება,  იქვე კიბეზე ჩამომჯდარი ქალაქის უხუცესი და ხმაურიანი  ახალგაზრდები, გვერდი-გვერდ მჯდომი რუსი და უკრაინელი გოგონები, რომლებიც  თავიანთ ქვეყნებში ომს გამოექცნენ, და  ახლა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მათი შვილები ერთ მერხთან ეუფლებიან ცოდნას.
გენახათ მათი ცრემლები ,,სა-ქარ-თვე-ლოა"-ზე... იქვე მოკრძალებული ინდოელები, ხმაურიანი ესპანელები, ლუდით ხელში გერმანელები, აცეკვებული ჰოლანდიელები და ცხადია, ფოტოაპარატებით აღჭურვილი ჩინელები...
ელის ბენდი, ნალი და გენიალური ზაზა მარჯანიშვილი, სიღნაღური, ზაფხულის ჯაზური საღამოების განუყოფელი ნაწილია.
უღრმესი მადლობა სიღნაღის მუნიციპალიტეტი /Municipality of Sighnaghi  პირადად ქალაქის თავკაცს 
Begiashvili Malkhazi ასეთი ღონისძიებები საშური საჩუქარია, ნებისმიერი გემოვნებიანი ქალაქისთვის... ხვალ იქნება გაგრძელება ახალი შემსრულებლებით და ახალი დღის იმედით.