ლალი მოროშკინა: მეგობრებო, ბოდიში, რომ ასე განერვიულეთ, ყველას ვერ გპასუხობთ, მოდით, აგიხსნით, რა მოხდა

ლალი მოროშკინა: მეგობრებო, ბოდიში, რომ  ასე განერვიულეთ, ყველას ვერ გპასუხობთ,  მოდით, აგიხსნით, რა მოხდა

ლალი მოროშკინა (პროფესორი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი):

საღამოს მეგობრები ვიკრიბებოდით სანდრო ბაზაძის მსოფლიო ჩემპიონობის აღსანიშნად სოლოლაკში.
ქიქოძეზე მანქანა რომ გავაჩერე, თვალში მეცა რამოდენიმე ძონძი, რომელიც როგორც ჩანს, რუსთაველს რომ კეტავენ, იმ ბირჟიდანაა. ზოგადად ამ სახლში იყო რესტორანი „ეზო“, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ენჯეოსექტორის „სხადნიაკები“ ეწყობოდა. ეს ბუდე მოუშალეს აკაცუკებს, მაგრამ შეხვედრის ადგილი,  რუსთაველს ყოველდღიური შტურმის წინ ისევ ქიქოძის #16-ია.
კი გამომხედეს ალმაცერად,   მანქანა  რომ გავაჩერე, მეც ჩავხედე გონებაარეულ თვალებში და მეგობრებთან ავედი.
სადღაც 23.00-ისკენ სახლში დავაპირე წასვლა და რას ვხედავ - მანქანა მთლიანად რაღაც „მოლოტოვის“ მაგვარი სითხითაა გასვრილი და ზევიდან სულ წვრილად დალეწილი შუშებია...
ვიფიქრე, ერთი ამათიც-თქო, მაგრამ მერე 112-ში გადავრეკე და 5 წუთში გაჩნდა პოლიცია. 
იმდენად ხილული იყო ამბავი, რომ პოლიციელების შეკითხვაზე - როგორ იქცევით? ტირილი დაიწყეს და ჩვენ არ ვართო.
მერე ბევრმა ანონიმურად მომწერა, რომ სამეზობლო ააქოთეს, საზიზღრად იქცევიანო, იქნებ აქედან გადაასახლონო, მაგრამ ამის სამართლებრივი ბაზა არსებობს?
აი, მთავარი დაიწყო, როდესაც დაინახეს, რომ პოლიციის მანქანასთან განცხადებას ვწერ.
 ფეხებში ჩავარდნის, ცრემლების და დორბლდენის მდინარეებმა წალეკა სოლოლაკი.
აი, რა გითხრათ?
ეს ის ნაწილია ჩვენი საზოგადოების, რომელიც წესით ხონის ფსიქიატრიულში უნდა მკურნალობდეს.
ყველა ცხოვრებისგან დაჩაგრული, ბოსხის გმირი დღეს ქუჩაშია გამოსული.
მერე გეცოდება, ატყობ, რომ რეალურად ნაცებმა გონებანაკლული ხალხი აქციეს ზომბებად და ფარად აიფარეს.
მოკლედ, ამდენი ფიზიკური და სულიერი ნაკლით ადამიანის ციხეში გაშვება, არ მიმაჩნია კარგ საქმედ, აი მათი ტვინის მბრძანებლები, კურორტზე წამოწოლილი სააკაშვილიდან დაწყებული და ბოლო ნაცით დამთავრებული სამუდამოდ უნდა გარიყო საზოგადოებისგან. 
თურმე ბიძინა არ მოსწონთ
ვიიიიიიშ!!!!!
მოკლედ, მეგობრებო ჩვენს გვერდით ზომბები ცხოვრობენ, შესაბამისად, ნიორი და ჯვარი ჩვენი განუყოფელი ატრიბუტი უნდა იყოს.
მადლობა ყველას! 
ამ დროს ვრწმუნდები, რამდენი ჩემიანია ამ დალოცვილ ქვეყანაში!

P.S. ის რაც პარლამენტის დროებით კომისიას ნაცებზე და პირადად მიშაზე მოვუყევი, მათ  კუბოში ბოლო ლურსმანი იქნება! 
პირდაპირი ეთერი არ იყო საქმის სიმძიმიდან გამომდინარე.
დაელოდეთ!!!!