ლალი მოროშკინა: ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ახალი, არა ისტერიული, არა ძალადობრივი, ჰუმანური ტრენდი შემოიტანა

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ახალი, არა ისტერიული,
არა ძალადობრივი,
ჰუმანური ტრენდი შემოიტანა.
მრავალი წელი "ქართუ ბანკი" ათასობით ლარს უხდიდა ქვეყნის მოწყვლად ჯგუფებს,ასევე მსახიობებს,რეჟისორებს,სპორტსმენებს, მეცნიერებს. აფინანსებდა მძიმე სამედიცინო ოპერაციებს,
აშენებდა ტაძრებს.
ბატონი ბიძინას ბენეფიციარებს წამში დაავიწყდათ, რომ მათი ანგარიშები დღემდე მსუყედ ივსება და გზადაგზა ახალი ნავსაყუდელი დალანდეს.
"გადაგდება" ძველი ქართული მცნებაა, რაც ასევე გამორჩათ მხედველობიდან
ოდესღაც ივანიშვილის მსუყე ლუკმაზე მყოფთ.
ზოგმა რა აპიარა და ზოგმა რა, ალტერნატიული მეძუძური გიენებისგან. თვის ბოლო მოახლოვდა- ანგარიშებზე "ფაფუ".
დაშრა რძეო-ლეშიჭამიებმა.
არადა ამასობაში ივანიშვილის ბარაქიანი ნავი, შორს გაცურდა....
მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ.
მოკლედ, შეიქმნა ახალი არააგრესიული ტრენტი: ილაპარაკე ნახევარი ტონით,
ილაპარაკე სიმართლე,
მიყევი კანონს,
დასაჯე დამნაშავე და კვლავ ილაპარაკე ნახევარი ტონით.
ეს აპრობირებული მეთოდია პიარში.
მაგალითად ერთ-ერთ ყრილობაზე, სტალინს უთუოდ ჭირდებოდა მენშევიკი წერეთლის გაჩუმება. რა წამს მან დაიწყო ომახიანი გამოსვლა, სტალინი წინა რიგებიდან ჩურჩულით ქართულად გინებას შეუდგა. სასოწარკვეთილმა წერეთელმა უმალ დატოვა სცენა.
ასეა!
ნახევარი ტონი უფრო ხმაურიანია, ვიდრე ისტერიული წიკვინი.
ზუსტად ესაა იმის მიზეზი, რომ ირაკლი კობახიძე სრულიად უძლეველი პოლიტიკური მეტოქეა და მასთან დებატებში მარცხდებიან ძველი, პრიმიტიული მიშას დანერგილ ი ფორმაციის შუასქესიანები.
ადიოს ვადაგასულო პოლიტ. მეცოსოპრანოებო!