კახეთში ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება

კახეთში ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება

კახეთში ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 3,7 კმ საავტომობილო გზისა და 6 ახალი ხიდის მშენებლობას.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა 3 მონაკვეთად არის დაყოფილი. აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.
ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც მოძრაობის უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.