კახა ძაგანია: გუშინ აეროპორტში დავხვდით 18 წლამდელ მორაგბეებს, ევროპის ჩემპიონები გახდნენ, არც ერთი ჟურნალისტი არ ყოფილა

კახა ძაგანია (ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ,,მემარცხენე ალიანსის'' ერთ-ერთი ლიდერი):
გუშინ აეროპორტში დავხვდით 18 წლამდელ მორაგბეებს - ლომებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ესე იგი, არც ერთი, ხაზს ვუსვამ, არც ერთი ჟურნალისტი არ ყოფილა... სამაგიეროდ, პარლამენტში, ან სხვაგან თუ ვინმე ვინმეს შეაგინებს, ან უდიდეს სისულელეს იტყვის, ან სიბინძურეს აკეთებს, იქვე სოკოებივით გაჩნდებიან დაყენებული უტიფარი სახეებით.
ამ მაგარ ბიჭებს სულ არ სჭირდებათ ეს ვაიტელევიზიები (ამ ბიჭების ამბავი მსოფლიომ იცის), ჩვენ ქვეყანას და მის მომავალ თაობას უფრო სჭირდება ასეთი მაგარი ბიჭების დანახვა და მაგალითის აღება. მერე ნარკომანიის, კრიმინალის სტატისტიკას ვაშუქებთ და ვარჩევთ, ეს ბიჭები გააშუქეთ, უნიათო ტელევიზიებო. მტრის ჯინაზე მაინც ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი ქვეყანაც ამ ბიჭებივით გაიმარჯვებს.