იოსებ ჭუმბურიძე: ბურჭულაძეები, სანიკიძეები, ცხვიტარიები, ხუხაშვილები, ბასილაია-შავგულიძეები ვის დაკარგვიან?!
იოსებ ჭუმბურიძე (პროფესორი):
ესენი ვინ არიან?!
ბურჭულაძეები, სანიკიძეები, ცხვიტარიები, ხუხაშვილები, ბასილაია-შავგულიძეები...
ვის დაკარგვიან?!
რა გაუკეთებიათ?!
***
ამ უსაქმურთ და მოლაყბეთ ვისი დამხობა მოსურვებიათ?!
ვის ებრძვიან?!
იმ კაცს, ვინც ამდენი გაუკეთა თავის ქვეყანას?!
ქვეყანას კი არა, სამშობლოს!
და ეს „უწყვეტი პროტესტის„ მონაწილე ორასიოდე კაცია საქართველო და ქართველი ხალხი?!
ვინ მისცა ამათ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება?!
ეს ორასიოდე მოპროტესტე ჩვენ, ორ მილიონ ქართველს არაფერს გვეკითხება?!
***
ამათგან დამხობისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რა საინტერესო იქნებოდა ასეთი ექსპერიმენტი:
ოთხი ოქტომბრის ოთხი საათიდან ხუთი ოქტომბრის ხუთ საათამდე, ხელისუფლება მართლა რომ გადააბარონ, რას იზამენ?!
***
მაგრამ ქვეყნის/სამშობლოს ბედი ამათ ნახევარი დღითაც კი როგორ უნდა ანდო?!




