იოსებ ჭუმბურიძე: ახლა ისევ გენიალური სტურუას ჩაქოლვა მოუნდათ!
იოსებ ჭუმბურიძე (პროფესორი):
ფილოლოგს არ უნახავს და ისეა აღშფოთებული!
თეატრმცოდნემ ნახევარი სპექტაკლი ნახა და არ იცის, რა თქვას!
ასე წაუკითხავად გმობდნენ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებს„, 50 წლის შემდეგ კი თემურ ჩხეიძის დასჯასაც მოითხოვდნენ.
ახლა ისევ გენიალური სტურუას ჩაქოლვა მოუნდათ.
რა სამარცხვინო ამბავია.
რა მძიმე სანახავია აღ...შფოთებული ხბოები?!
***
კარის საკეტის ჭუჭრუტანიდან უცქერენ დიად ხელოვნებას და იდეალური სიყვარულის ამსახველი სცენური მეტაფორა პორნოგრაფიად ეჩვენებათ.
***
ფილოლოგებსა და თეატრმცოდნეებს (საერთოდ, ყველას) ვურჩევ, წაიკითხონ გურამ ასათიანის ესე „ვეფხისტყაოსანი“ და ქართული კლასიკური პოეტიკა„.
ვფიქრობ, დაეზარებათ, ანდა ვერ მიაგნებენ. ამიტომ ერთ ფრაგმენტს მაინც ამოვწერ:
„რუსთაველის პოეტურ სამყაროში, საერთოდ, პირობითი ნიშნები, გადატანითი მნიშვნელობის შემცველი სიმბოლოები - თითქოს თვალნათლივ ცოცხლდებიან, ახალ სულს იდგამენ, ახალი, სრულყოფილი არსებობისთვის იღვიძებენ.
იდეალური, განყენებული აქ გამუდმებით მიილტვის თავისი ხორციელი განსახიერებისაკენ“...
***
სწორედ ეს ლტოლვა იგრძნო დიდმა რეჟისორმაც და იდეალურად განასახიერა სცენაზე, რა თქმა უნდა, თეატრალური ენით...
***
ფილოლოგებსა და თეატროლოგებს კი შეუნდე, უფალო, არ იციან... რას და, რაც მთავარია, რაზე ამბობენ...




