თორნიკე ზედელაშვილი: კვარა ისევ გაიტანს გოლებს, მაგრამ ამათ რა ეშველებათ?!

თორნიკე ზედელაშვილი: კვარა ისევ გაიტანს გოლებს, მაგრამ ამათ რა ეშველებათ?!

თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი):


კარგად ვიცით, როგორი მიდგომა აქვთ ე.წ. ოპოზიციონრებსა და მათთან გათანაბრებულებს - უარყოფით ამბებს ჯერ თხზავენ, შემდეგ საზოგადოებაში ცდილობენ გავრცელებას.


კარგად ვიცით, მათ როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენი წარმატებული სპორტსმენების მიმართ და არა მხოლოდ სპორტსმენების მიმართ, ისინი ვერ იტანენ პროგრესს, მშვიდობას და სწორ პოლიტიკას, მათთვის ეს ის წითელი ნაჭერია, რომლის დანახვაზეც დუჟი მოსდით, ცოფდებიან, დაუკრეფავში გადადიან.


რომ არა მშვიდობა, რომელსაც ეს ხელისუფლება და მისი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ინარჩუნებს, არ იქნებოდა წარმატებებიც - ქვეყანაში გატარებული სწორი პოლიტიკა პირდაპირპროპორციულად აისახება ცხოვრებაზე, სხვადასხვა სფეროებსა და რასაკვირველია, სპორტზეც.


ჩვენ წინ მივიწევთ, ვვითარდებით! 
მე მიხარია თბილისში ცხოვრება, ქუჩაში სიარული, დედაქალაქი დღითი-დღე ლამაზდება, კახა კალაძე მუშაობს, ბოლომდე იხარჯება, ბევრს აკეთებს.

მე მიხარია, რომ ჩვენს კულტურას, ცეკვას, სიმღერას, მუსიკას დიდი ყურადღება ექცევა, უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ფინანსდება, რაც თეა წულუკიანის დამსახურებაა. გვახსოვს, რა ხდებოდა კულტურის სამინისტროში თეას მოსვლამდე. 
მადლობა ჩვენს კალათბურთელებს, იყო რთული დღეები, მაგრამ კრიტიკის პატარა საშუალებაც კი არ დატოვეს, ბოლომდე იბრძოლეს, თურქეთის ნაკრები დაამარცხეს.


ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ გაიტანა გოლი „ნაპოლის“ რიგებში, ისევ ბომბარდირია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მისი კარგი თამაშის წყალობით ისევ მოიგო. წყალში მოცურავეთა ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ლაშა ბექაურმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ობერვარტის ჩემპიონატი მოიგო, აღნიშნული ტურნირი ვლადიმერ ახალკაცმაც მოიგო და მე ვამაყობ ამ ყველაფრით.


უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში გვყვანან ე.წ. ოპოზიციონრები, ჩასაფრებული მავნებლები, რომლებსაც არაფერი უხარიათ, ყველაფერზე უკუღმა ფიქრობენ, წარმატებებზე ღიზიანდებიან, ჩავარდნაზე ტაშს უკრავენ და ამავე დროს ქადაგებენ, რომ ისინი არიან ნამდვილი პატრიოტები. არა, ესენი არიან მავნებლები პატრიოტების სახელით, ვითომ მედასავლეთეები, ვითომ პროგრესულები, სინამდვილეში კი ბნელეთის მოციქულები!


ამათდა სამწუხაროდ... ხვიჩა კვარაცხელია ისევ გაიტანს ,,ლივერპულთან'', საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავა, გიორგი მამარდაშვილი ისევ მშრალად შეინახავს კარს, მოცურავეთა ნაკრები გავა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ლაშა ბექაური, ვლადიმერ ახალკაცი და სხვანი ისევ მოიგებენ ტიტულებს, მაგრამ... აი, ამათ რა ეშველებათ?!


არც არაფერი!