თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით გეპატიჟებით გრანდიოზულ შეჯიბრზე

თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით გეპატიჟებით გრანდიოზულ საგზატკეცილო შეჯიბრზე ‘’თბილისის ველოსპორტის თასი 2024’’.
შეჯიბრი გაიმართება 13 ოქტომბერს, თბილისის მთავარ გამზირზე. შეჯიბრი იქნება კრიტერიუმი, რაც გულისხმობს წრიულ მარშრუტზე ფინიშების რაოდენობის მიხედვით გამარჯვებულის გამოვლენას. შეჯირი დაიწყება და დამთავრდება რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან, ხოლო მარშრუტი იქნება გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნისკენ და მოედნიდან რესპუბლიკის მოედანთან ზეთისხილის ხის წრიულამდე. (მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ რუკის სახით) ერთი წრის სიგრძე არის 2 300 მ, წრიული 14 მ ამაღლებით. შეჯიბრის განმავლობაში 09:00 - 12:00 გამზირი იქნება ავტომობილებისთვის სრულიად გადაკეტილი.
შეჯიბრი დაყოფილი იქნება შემდეგ კატეგორიებად: 16 წლამდე ასაკი, პროფესიონალი კაცები, მოყვარული კაცები და ქალების კატეგორია.
შეჯიბრი განკუთვნილია საგზატკეცილო ველოსიპედისათვის, თუმცა ასევე დაიშვებიან სხვა ტიპის ველოსიპედებიც.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან როგორც თასებითა და მედლებით ასევე სხვადასხვა სპონსორების მიერ დაწესებული ფასიანი პრიზებით. სპონსორების ვინაობა დაიდება პოსტების სახით, ასე რომ თვალი ადევნეთ ღონისძიების გვერდს. შეჯიბრის პარტნიორია თბილისის მერია.