თამარ ჩიბურდანიძე: რაც უფრო მეტ ცილისწამებას გაუშვებთ POSTV-ის მიმართ, მით სწრაფად გადავა რეიტინგების სათავეში

თამარ ჩიბურდანიძე: რაც უფრო მეტ ცილისწამებას გაუშვებთ POSTV-ის მიმართ, მით სწრაფად გადავა რეიტინგების სათავეში

სულ რაღაც 5 წელიწადში POSTV-მ შეძლო, სატელევიზიო რეიტინგებში ერთ-ერთი ლიდერი ადგილი დაეკავებინა. ეს რეიტინგი მაყურებლის ნდობამ მოიტანა. ხალხი არ ტყუვდება, მათ იციან, ვის უნდა უსმინონ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. 

მისივე თქმით, POSTV-ის მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. 

„დღეს, როდესაც „დემოკრატიის მამები“ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ძალადობენ, ისინი ამით ძალადობენ იმ ასიათასობით ქართველ მაყურებელზე, რომლებიც ყოველდღე ელოდებიან ამ ტელევიზიისგან სიმართლეს. მახსოვს, შალვა რამიშვილი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში როგორ იბრძოდა სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ. მახსოვს, მიუხედავად ზეწოლისა, როგორი გამბედაობით აკეთებდა სიუჟეტებს მაშინდელი ხელისუფლების სასტიკ ქრონიკებზე. ნდობა და რეპუტაცია მხოლოდ შრომით და სიმართლისადმი ერთგულებით მოიპოვება. ამ ტელევიზიამ სიმართლით და არა სიყალბით მოიპოვა ხალხის სიყვარული და ამას ვერავინ გაანადგურებს, თუნდაც მთელი ყალბი დემოკრატიული დასავლეთი საქართველოში ჩამოვიდეს. 
თანადგომას ვუცხადებ POSTV-ის ჟურნალისტებს, მის ხელმძღვანელობას და მოვუწოდებ დემოკრატიის მანტიით შემოსილ ოპოზიციას და მათ მფარველებს უცხოეთიდან, დაიცავით სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპები, ნუ ძალადობთ სიმართლეზე! 
სიყალბით სიმართლეზე ვერ გაიმარჯვებთ! 
რაც უფრო მეტ ცილისწამებას გაუშვებთ POSTV-ის მიმართ, მით უფრო სწრაფად გადავა იგი რეიტინგების სათავეში“, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.