თამაზ ჭეიშვილი: მწერლის სახლს მწერლებმა ბოიკოტი გამოუცხადესო... გამეცინა!
თამაზ ჭეიშვილი (მწერალი, ჟურნალისტი):
ბოლო ,,მოჰიკანი'', ვისაც მართლა მწერალი ერქვა, გურამ დოჩანაშვილი, 2021 წლის 3 აპრილს გარდაიცვალა (აცხონოს უფალმა მისი ნათელი სული) და მორჩა, ამით დამთავრდა ქართული მწერლობა!არა და, როცა განათლებით ისტორიკოსი გურამი და მე ისტორიის ინსტიტუტში ვმუშაობდით, მაშინ საერთოდ არ აპირებდა მწერლობას, მაგრამ იმით არის ცხოვრება საინტერესო, რომ შენ არ იცი, წარმოდგენაც არ გაქვს, წინ რა სიურპრიზები გელის!
აბა ვინ არიან თანამედროვე მწერლები? ჰო, ვინ არის მწერალი, ერთი მაინც დამისახელეთ!
პოეტები? პოეტები, კი, ბატონო, არიან და კარგი პოეტებიც გვყვანან!
ჰო და, თუ აღარ არიან მწერლები, არც ბოიკოტი ყოფილა და ჭორებს კიდევ ნუ ავრცელებ რა, ძალიან გთხოვ, ვიღაცა ხარ!
ამ მწერლობაზე ერთი ძველი ,,ნახალოვკური ფოლკლორის'' მარგალიტი გამახსენდა - მეორე ბოთლის შემდეგ, ეზოში, თათარიახნად გაშლილ სუფრაზე მღეროდნენ ხოლმე ლოთები:
მწერალია ჩემი ქმარი,
მწერალი ვარ მეც,
წერაობით თავს გავიტაანთ
ისიცა და მეც!
მაგრამ ეს ,,რეპერტუარი'' უკვე სხვა ოპერიდან არის!..