დადგა ზაფხულის ცხელი ფაზა, შესაბამისად, რეგატის დროა!
დავით ზოდელავას სახელობის ,,ზღვის კლუბი'' საქართველოს ახალგაზრდულ მედიაკავშირს და საქართველოს აფროსანთა საკრეისერო ასიციაციაციას მასპინძლობს. კლუბში გაიმართა მორიგი ინტეგრირებული ,,რეგატა თბილისის ზღვის თასი 2025''. ღონისძიება ტარდება პროექტის - ,,აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა„-ს ფარგლებში. მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შშმ პირები, ომის ვეტერანები,სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები იღებენ. 1 ადგილი და გარდამავალი თასი მოიპოვა გია კოპალეიშვილის ეკიპაჟმა, რომლის წევრებიც მარნეულის შშმ პირები იყვნენ. 6 სექტემბერს ჩატარდება დავით ზოდელავას სახელობის რეგატა. განსაკუყრებული მადლობა საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის დირექტორს ხატია გავაშელს, რომლის ორგანიზაციაც წლის განმავლობაში 30-ზე მეტ ღონისძიებას მართავს, სადაც ჩართულია 1000-ზე მეტი ბენეფიციარი.
ფოტოებზე: გურამ ბიგანიშვილი - ოლიმპიური პრიზიორი. სსრკ ორგზის ჩემპიონი აფროსნობაში, დავით ახრახაძე - ომის ვეტერანი, ხატია გავაშელიშვილი, ლალი მოროშკინა.







