გოგა ხაინდრავა ევროკავშირის ელჩზე: პოლონელი ჰარჩინსკი რას ზეიმობს ნეტა?

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ,,იქსის'' საკუთარი გვერდიდან ეხმიანება ევროკავშირის ელჩის პაველ ჰარჩინსკის საზეიმო განცხადებას, დაკავშირებულს ახლახანს დაწესებულ ევროპის დღესთან:
"1950 წლის 9 მაისის ,,შუმანის დეკლარაცია" გულისხმობდა საფრანგეთისა და გერმანიის ნახშირის
და ფოლადის წარმოებების გაერთიანებას!
1945 წლის 9 მაისი - ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას!
შედეგად აღმოსავლეთ ევროპა საბჭოთა ტოტალიტარიზმის ტყვეობაში აღმოჩნდა!
პოლონელი ჰარჩინსკი რას ზეიმობს ნეტა?"