გიორგი ჩაკვეტაძე: მამუკა ხაზარაძე მზად არის, სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს

გიორგი ჩაკვეტაძე (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი):
ანეგდოტია… მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მზად არის, სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს.
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სტაჟირება 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან სამუშაო გამოცდილებად ითვლება, ხოლო 2 კვირის წინ, მესამე მოსმენით მივიღეთ კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურში სტაჟირება 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ანაზღაურებადი ხდება.
შემდეგი დაპირება ალბათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დავალიანების განულება იქნება, ან სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება შეიძლება შემოგვთავაზოს.