გია აბაშიძემ ბაქოში გამართულ აზერბაიჯანულ-ქართულ მედიაფორუმზე გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამოცდილების გაცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიბრიდული თავდასხმების კონტექსტში, - განუცხადა ჟურნალისტებს ქართული ტელეკომპანია PosTV-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა გია აბაშიძემ აზერბაიჯან-საქართველოს მედიაფორუმის ფარგლებში. თემა გახლდათ „მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში“,
„ჩვენს წინააღმდეგ ვრცელდება ყალბი ამბები და დეზინფორმაცია. ამ სიტუაციაში აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება პარტნიორებთან და აზერბაიჯანელ კოლეგებთან“, - აღნიშნა მან.
აბაშიძის თქმით, ასეთი ფორუმის ჩატარება ნამდვილად ცვლის თამაშის წესებს, რადგან ის აერთიანებს ორივე ქვეყნის მედიაორგანიზაციებს ერთი სახურავის ქვეშ და ქმნის საფუძველს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
„კოორდინაცია აუცილებელია მედიას, პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ფიგურებსა და ექსპერტთა საზოგადოებას შორის. ეს ფორუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისკენ“, - დასძინა მან.
ცნობისათვის, აზერბაიჯან-საქართველოს მედიაფორუმი გაიმართა ბაქოში თემაზე - „მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში“. ფორუმის პირველი პანელური სესია მიეძღვნა თემას - „მედია ეკოსისტემის გაძლიერება ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად“. მეორე პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - „თანამშრომლობითი ძალისხმევა ჟურნალისტური პროფესიონალიზმისა და საზოგადოებრივი მედიაწიგნიერების გასაუმჯობესებლად“.




