გელა ზედელაშვილი: ხო დგანან დასეტყვილი ჭუჭულებივით?!

გელა ზედელაშვილი: ხო დგანან დასეტყვილი ჭუჭულებივით?!

ჯერ ცესკოში მიცვივდნენ, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, პარტიული სიები უნდა ჩავხსნათო.
ჩახსნეს!
მერე სიმაღლის მიხედვით დაეწყვნენ, პარლამენტს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ, ბიძინას ბოსტანში რა გვინდაო?!
ზოგმა განცხადება დაწერა, გთხოვთ, გამიუქმოთ დეპუტატის უფლებამოსილებაო.
მოკლედ, ამას ეცნენ, იმას ეცნენ, არაფერი გამოუვიდათ, ყველა რგოლში ჩაფლავდნენ.
სიმართლე გითხრათ, ამდენი რეტიანი ერთად არ მინახავს.
ახლა მრისხანე გამომეტყველებით გამოდიან და ითხოვენ, სასწრაფოდ კონსტიტუცია შეცვალეთ, პარტიული სიები აღგვიდგინეთ, რათა წასულები მომდევნოებით ჩავანაცვლოთო. თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებთ, ეს პოლიტიკური დევნა იქნებაო.
ბებიათქვენისამ!
არა, ნახეთ, როგორ არიან მიმწყვდეულები კუთხეში, აღარ იციან, ამას ეცნენ თუ იმას!
რაზეც უარს ამბობდნენ, ახლა იმაზე იხვეწებიან!
მიხასთვის საგამოძიები კომისია რომ შექმნან პარლამენტში, 50 ხმა სჭირდებათ და იმასაც ვერ აგროვებენ. 
დამთავრდით, უტვინოებო?
მა რაააააააააა!!!