გელა ზედელაშვილი: მაგარი ამბავი - ბაგებში ხიდი გაიხსნა!

გელა ზედელაშვილი: მაგარი ამბავი - ბაგებში ხიდი გაიხსნა!

განა ეგეთ ხიდს ,,ნაცები'' ვერ გააკეთებდნენ? 
ჰი, ჰი, ჰი!
გააკეთებდნენ, მაგრამ თავიანთებურად - ერთ-ორ განიერ ფიცარს გადებდნენ, ევროკავშირისა და უკრაინის დროშების ფერებში შეღებავდნენ, სენატორ მაკკეინს მოიწვევდნენ... თუმცა, მაკკეინი მოკვდა... სენატორ ჯინ შაჰინს მოიწვევდნენ, ფოტიგას და ,,გიჟუამანტასს'' ჩამოიყვანდნენ, რუსთაველზე ,,პარადს'' გამართავდნენ და გამოაცხადებდნენ, რომ ამ ხიდით რუსეთი დაამარცხეს.
მერე მიხა გავარდებოდა ბათუმში, ჩახტებოდა აუზში, მოითხოვდა ქალს, რომელსაც ძუძუს მოაჭამდა და იმ ქალს რომ არ გაეხმაურებინა ძუძუს მოჭმა, რომელიმე ბიზნესმენს დაურეკავდა, ბინა უყიდე, მანქანაც უყიდე, გააჩუმეო.

რა იქნებოდა ხიდის გახსნამდე?
ჯერ ერთი, მიხა სააკაშვილი ხიდის მშენებლობას, ანუ ფიცრების გადებას რომელიმე ბიზნესმენს, ან ბიზნესმენებს დაავალებდა და თან დაპირდებოდა, რომ ფულს მერე ჩაურიცხავდა, გახსნის შემდეგ. აი, ისე, როგორც სიღნაღი გაარემონტა და პრეზიდენტის ე.წ. სასახლე ააშენა.
რა იქნებოდა შემდეგ?
რა იქნებოდა და ბიზნესმენებს ფულს აღარ ჩაურიცხავდნენ, გადააგდებდნენ, ზოგი თავს მოიკლავდა თემურ ჩარკვიანივით, ვინც არ მოიკლავდა, სიკვდილამდე მიიყვანდნენ ვალერი გელაშვილივით. 

ახლა კი... ახლა, რა?
ააშენეს, არავინ შეუწუხებიათ, არავის თავი არ მოუკლავს, არავინ უცემიათ, გახსნეს... თანაც ორი განიერი ფიცარი კი არ გადეს, კაპიტალურად ააშენეს, ევროპული სტანდარტებით და აჰა, იარეთ, იარეთ, იარეთ, ცხვირიდან ძმრად არ არავინ წამოგადენთ.
მადლობა, ბიჭებო!