ახალი მთავრობის მეთაური კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარუდგინა. ამასთანავე, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი იქნება.