არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

Wizz Air Abu Dhabi ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის / Wizz Air Abu Dhabi increased flight frequencies to Kutaisi
არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi ზრდის ფრენის სიხშირეს საქართველოს მიმართულებით.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან, აბუ დაბი - ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით დაამატებს კვირაში 2 სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 9 სიხშირით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.