ანტიბიოტიკების ახალი ერა - მსოფლიო კონგრესში ქართველი ექიმები ჩაერთვნენ

ანტიბიოტიკების ახალი ერა - მსოფლიო კონგრესში ქართველი ექიმები ჩაერთვნენ

ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების (ESCMID) და მიკრობიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASM) ორგანიზებით პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში,  გაიხსნა მსოფლიო კონგრესი. მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება შეიკრიბა იმ სიახლეებისა და გამოწვევების გარშემო სასაუბროდ რაც დღეს თანამედროვე მედიცინაშია. კონგრესი კონკრეტულად ეხება ახალი ანტიბიოტიკების შექმნასა და განვითარებას, ყველაზე გავრცელებული ინფექციების მართვაში ახლებურ მიდგომებს და ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრევენციის გზებს.

კონგრესში საქართველოდან მიწვეულები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პროფესორები: ლევან რატიანი, ლუიზა გაბუნია, ქეთევან მაჭავარიანი.

ლევან რატიანი, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი -

ჩვენ მიწვეული გახლავართ როგორც ESCMID-ის წევრები საქართველოდან. ანტიბიოტიკო-რეზისტენტობა და გავრცელებილი იფექციების ეფექტიანი, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია მთვრობის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მკაცრად უნდა კონტროლდებიდეს სათანადო, კანონზე დაფუძნებული რეგულაციებით. მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკორეზისტენტობის შეფასების კლინიკური კრიტერიუმების ჩამოყალიბება მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე,  ეფექტიანი ანტიბიოტიკო თერაპიის დროს მნიშვნელოვანი და ამოსავალი წერტილია "როცა საჭირო და აუცილებელია მხოლოდ მაშინ მომეცი წამალი, რომელიც სიცოცხლეს მაჩუქებს".