ამირან სალუქვაძე: მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს ევროპა და არ სურს ეს ოპოზიცია

ამირან სალუქვაძე: მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს ევროპა და არ სურს ეს ოპოზიცია

ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

ის რომ ეს სტატუსები ნაჩქარევად განაწილდა ომის გამო, ფაქტია. ის რომ წახალისდნენ ომში მყოფი ან, მათი შეფასებით, ომით უფრო დაზიანებული ქვეყნები, ესეც ცხადია.
მაკრონს ეს არც დაუმალავს. მანამდე იგივე თქვა პრემიერმა, თუ ესაა საფასური, ომში ქვეყანას არ გავხვევო. დღეს ეს პირდაპირ აღიარეს, როგორც მაკრონმა, ასევე ბრიფინგის მონაწილეებმაც.
როცა ბიუჯეტის გამჭვირვალეობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადიხარ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. სხვა რეიტინგებზე აღარ ვსაუბრობ.
თურმე, როცა ბოლო ადგილიდან იწყებ, უკეთესი დიაგრამა გაქვს, უფრო მკვეთრი აღმართით. ასე თქვეს ბრიფინგზე. ჩვენ ვერ გვექნებოდა მსგავსი დიაგრამა მოწინავე ადგილებიდან. მოკლედ, არასამართლიანი გადაწყვეტილებაა.
მარტივი მოცემულობაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს ევროპა და არ სურს ეს ოპოზიცია.
ამ ოპოზიციას არ სურს რეალობის აღიარება და სურს ძალადოვრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, რაც შეუძლებელია.
გადაეჩვიეთ ქუჩაში ძიძგილაობას. აღარაა ის დრო და არც ის განწყობებია ხალხში. მხოლოდ აზიანებთ საკუთარ თავს და ქვეყანას.
პოლარიზაციაზე გვეუბნება ევროკომისია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლარიზება შემცირდება ორი გზით:
- ან ახალი ოპოზიცია გვჭირდება, რასაც წლებია ვამბობ, რადგან ოპოზიცია არ ასრულებს მათ მთავარ ფუნქციას;
- ან ოპოზიცია დაადასტურებს, რომ მისთვის ევროპული გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რევოლუცია და ძალაუფლებისკენ ლტოლვა, დაჯდება უმრავლესობასთამ ერთად და დაიწყებს რეფორმების დარჩენილ ჩამონათვალზე მუშაობას და დაანახებს ევროკავშირს, რომ, როგორც მოგვიწოდეს, ერთიანნი ვართ ევროპული არჩევანის ირგვლივ.
დანარჩენი ყველაფერი დემაგოგიაა. ხოშტარიას სცენარი ვერ იმუშავებს.
წლების წინ იგივე სტატუსი მიიღო ესტონეთმა და ლატვიამ. დღეს ევროკავშირში არიან. ეს ისე...
P.S. უცხოელმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა, რომ კითხვარი ზოგ ქვეყანას თავად ევროკავშირმა შეავსო, რომ ზოგ ქვეყანაში კორუფცია მაღალ დონეზე იყო, არ ყავდათ პატიოსანი მოსამართლეები და ა.შ. პასუხები მოისმინეთ, ხომ? ბოდიში, რომ ომში არ ვართ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ხალხს თავზე ქაოსს ვეღარ მოახვევენ.